"პორტუს" აწ უკვე ყოფილი მცველი დიეგო რეიესი კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს. მექსიკის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა თურქულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გააფორმა. აღნიშნული ინფორმაცია "ფენერბაჰჩეს" ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. 25 წლის მოთამაშე ახალ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
დიეგო "ამერიკას" აკადემიის აღზრდილია და "პორტუში" 2013 წელს გადავიდა. ამ გუნდის რიგებში რეიესმა 47 მატჩი ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. მექსიკელი ორჯერ იყო განათხოვრებული ჯერ "სოსიედადში", შემდეგ - "ესპანიოლში". 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე დიეგომ ტრავმის გამო ვერ ითამაშა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სუარესის პატივისცემის მიუხედავად ეტოო საუკეთესო 9-იანია ბარსელონას ისტორიაში(ფენომენს 1 სეზონი აქვს ნათამაშები და 1 სეზონით ვერ იქნება კლუბის ისტორიაში საუკეთესო)