ირლანდიელმა მებრძოლმა კონორ მაკგრეგორმა მოახლოებული ბრძოლის წინ, რუსი მეტოქე ჰაბიბ ნურმაგომედოვის გაღიზიანება სცადა და ბრძოლისთვის მზადების პროცესში მის მამას შეურაცხყოფა მიაყენა.
„აბდულმანალ, შენზე ყველაფერი ვიცი. ყალბი პატივისცემისა და კეთილშობილების უკან იმალები, როგორც შენი ვაჟი. აცახცახებულო მხდალო“, – დააწერა ირლანდიელმა ინსტაგრამზე განთავსებულ ფოტოს.
აქვე გეტყვით, რომ მაკგრეგორისა და ნურმაგომედოვის ბრძოლა 6 ოქტომბერს, ლას ვეგასში გაიმართება.