ფეხბურთი

16:36 | 25.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

კრისტიან ერიკსენი და "ტოტენჰემი" ვერ თანხმდებიან

დანიის ნაკრების ლიდერ კრისტიან ერიკსენს ლონდონის „ტოტენჰემთან“ ურთიერთობა გაურთულდა. Daily Mail-ის ცნობით, სკანდინავიელი ფეხბურთელი ინგლისურ მხარეს ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება.

ერიკსენს სურს, რომ იგივე ხელფასი ჰქონდეს, რაც ჰარი კეინს აქვს. ამჟამად ინგლისელი ფორვარდი კვირაში 300 ათას გირვანქა სტერლინგს გამოიმუშავებს, ხოლო იმავე პერიოდში ერიკსენი 111 ათასს იღებს. შედეგად, 26 წლის ფეხბურთელი ახალი ხელშეკრულების გაფორმებაზე უარს აცხადებს.

საინტერესოა, რომ მიმდინარე მოვლენებს აკვირდება მადრიდის „რეალიც“, რომელსაც დანიელი ნახევარმცველის მადრიდში გადაბირება სურს.

კრისტიან ერიკსენი „ტოტენჰემში“ 2013 წლიდან თამაშობს, ხოლო მიმდინარე სეზონში პრემიერლიგაში ორი მატჩი ჩაატარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11788