ბრაზილიელი ტალანტი ვინისიუს ჟუნიორი „რეალმა“ „ფლამენგოდან“ დიდი ზარ-ზეიმით შეიძინა და თუ გავითვალისწინებთ მის ასაკს, 45 მილიონი ევროც დიდძალი თანხაა.
ბრაზილიელმა ტალანტმა წინასასეზონო მზადების პროცესში მთავარ გუნდში ჩინებული შთაბეჭდილებაც დატოვა, მაგრამ სეზონი დაიწყო და ოფიციალურ შეხვედრებში მოედანზე არ ჩანს.
მეტიც, ხულენ ლოპეტეგიმ ლა ლიგის მეორე ტურისთვის განაცხადშიც არ შეიყვანა. სამაგიეროდ, ვინისიუსი ითამაშებს „რეალი B-ს“ შემადგენლობაში. ადგილობრივი მედიის ცნობით, ლოპეტეგის მიზანია, რომ სამხრეთ ამერიკელმა ახალ გარემოსთან ადაპტაცია გაიაროს და მხოლოდ ამის შემდეგ დატვირთავს მთავარ გუნდში.