ფეხბურთი

15:10 | 25.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩმა MLS-ში ისევ გაიტანა (+VIDEO)

ზლატან იბრაჰიმოვიჩი ამერიკულ MLS-ში გოლების გატანას აგრძელებს. "გალაქსის" 36 წლის ვეტერანმა ამჯერად ლოს ანჯელესის დერბში, „ლოს ანჯელესს“ გაუტანა.

იბრამ ანგარიში გახსნა და აღსანიშნავია, რომ გოლი ვიდეორეფერთან გადამოწმდა, მაგრამ საბოლოოდ სამართლიანად ჩაითვალა. უშუალოდ შეხვედრა კი ფრედ, 1:1 დასრულდა. სტუმრებმა მეორე ტაიმში კარლოს ველას გოლით გაათანაბრეს.

რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩს, შვედს მიმდინარე სეზონში 20 შეხვედრაში 16 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122304