ფეხბურთი

14:20 | 25.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზეფ მარტინესმა MLS-ის ისტორიული რეკორდი დაამყარა (+VIDEO)

„ატლანტა იუნაიტედის“ თავდამსხმელი ჟოზეფ მარტინესი MLS-ის ისტორიაში შევიდა. 25 წლის ფორვარდი გახდა ამერიკული ლიგის ისტორიაში პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ერთ სეზონში 28 გოლის გატანა მოახერხა.

მარტინესმა სარეკორდო ნიშნულს დღეს, გამთენიისას, „ორლანდოს“ კარში გატანილი ულამაზესი გოლით უწია.

ვენესუელელმა წინა ტურში „კოლამბუსს“ გაუტანა და როი ლესიტერი (1996 წელი), კრის ვონდოლოვსკისა (2012 წელი) და ბრედლი რაიტ-ფილიპსის (2014) შედეგი გაიმეორა, ხოლო „ორლანდოსთან“ რეკორდის ერთპიროვნული მფლობელი გახდა.

ჟოზეფ მარტინესი „ატლანტაში“ 2017 წლიდან თამაშობს და 47 თამაშში 47 გოლი აქვს გატანილი. იქამდე კი სამხრეთ ამერიკელი ევროპაში, კერძოდ, „თუნში“, „იანგ ბოიზსა“ და „ტორინოში“ თამაშობდა.

0.13013