ფეხბურთი

13:48 | 25.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ტოტენჰემი" უგო ლორისს მკაცრ სასჯელს უმზადებს

ლონდონის „ტოტენჰემი“ უგო ლორისს სანქციებით ემუქრება. Daily Mail-ისა და Sun-ის ინფორმაციით, „მამლების“ ხელმძღვანელობა ფრანგ კიპერს კაპიტნის სამკლავურს ჩამოართმევს და ამასთან 240 ათასი გირვანქა სტერლინგით დააჯარიმებს, რაც ლორისის ორი კვირის ხელფასია.

აღნიშნული მკაცრი სასჯელის მიზეზი კი 24 აგვისტოს მომხდარი ფაქტია: ლორისი საჭეს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, რის შემდგომაც პოლიციამ დააკავა, თუმცა მალევე გირაოს გადახდის სანაცვლოდ გაათავისფულეს.

31 წლის მეკარეს 11 სექტემბერს სასამართლოს წინაშე მოუწევს წარსდგომა და საბოლოო სასჯელიც ამ დღეს გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ უგო ლორის მიმდინარე ზაფხულს მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, ხოლო „ტოტენჰემს“ ამ სეზონში უკვე 2 შეხვედრაში დაეხმარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117725