სხვა

11:22 | 25.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

მომავლის სპორტი - ინტერვიუ ლევან აბესაძესთან

ლევან აბესაძე – ქართველი სამჭიდელი, რომელმაც ჯერ კიდევ 2017 წელს ხუთ სხვა და სხვა წონით კატეგორიაში გაიმარჯვა. 23 წლის სპორტსმენმა გამარჯვება არავის დაუთმო საქართველოს ჩემპიონატში (IPSU ფედერაცია, 80 კგ), შავი ზღვის თასზე (ორ კატეგორიაში 90 კგ), საქართველოს ჩემპიონატზე (IPF ფედერაცია 105 კგ) და მსოფლიოს ჩემპიონატზე (100 კგ).

სამჭიდი ჩვენს ქვეყანაში დიდი პოპულარობით არ სარგებლობს და ამიტომ, გადავწყვიტეთ, უფრო ახლოს გაგაცნოთ ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი, რომელიც სპორტის ამ სახეობაზე შეყვარებულია.

WORLDSPORT.GE-სთან ლევან აბესაძე საუბრობს:

“ვარჯიში დაახლოებით ორი წლის წინ დავიწყე. ერთ-ერთი უმაღლესი დონის მწვრთნელი, თემურ ვაჭარაძე მეხმარებოდა დ აის ზრუნავდა ჩემს ფორმაზე. იმდენად კარგად ჰქონდა ყველაფერი გათვლილი, რომ ტრავმაც კი არ მიმიღია ვარჯიშის დროს, ამ ხნის განმავლობაში. პირველად საქართველოს ჩემპიონატი მოვიგე დაბალ წონაში, ხოლო ამას მოჰყვა ევრაზია, ისევ საქართველო და მსოფლიო. ოთხივე ტურნირზე ჩემი სამწვრთნელო შტაბი გვერდში მედგა. ბოლოს უკვე ჩემი ფორმის გაუმჯობესებაზე ავთო კანდელაკიშვილიც ზრუნავდა, რისთვისაც მადლობას ვუხდი. ასაკთან შედარებით, ის საქმის ნამდვილი პროფესიონალია. ასევე, ირაკლი ცხოვრებაშვილი მინდა გამოვყო, რომელიც ზრუნავს ქართულ სამჭიდზე და წარმატება ბევრ სპორტსმენს მიაღწევინა.

ჩემთვის ჯანსაღი ცხოვრების წესი ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და სპორტსაც ამიტომ გავყვი. რაც, ალბათ, ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო გადაწყვეტილება გახლდათ”.

ერთ წელიწადში მოგებული 4 ტურნირი

“წონითი კატეგორიები ყველა ფედერაციას განსხვავებული აქვს. თუმცა, ისე დაემთხვა, რომ ოთხივე ტურნირის დროს სხვა და სხვა წონა ვიყავი და წელიწადის განმავლობაში 40 კგ მოვიმატე”.

რატომ სამჭიდი

“თავიდან ჩვეულებრივად ვვარჯიშობდი. მქონდა რესურსი, რომ უკეთესო შედეგი მეჩვენებინა და ამიტომ, გადავწყვიტე ბედი მეცადა ამ სახეობაში”.

სამომავლო გეგმები

“ჩემი სამომავლო გეგმა და მთავარი მოტივაციაა, რომ სამივე ტურნირი მოვიგო, რომელიც მელოდება. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ და ძალებს არ დავზოგავ. მსურს, რომ საქართველოში საუკეთესო ფედერაციის, IPSU-ს (Inter power sports union – ავტ) წევრი ვიყო და ამიტომ, ბოლომდე დავიხარჯები. ეს ფედერაცია საქართველოს საუკეთესო ფედერაციებში შედის და მათ გვერდით ყოფნა ჩემთვის დიდი მოტივაცია იქნება, რომ უფრო მეტს მივაღწიო. IPSU-ს ჰყავს წევრები, რომლებიც მსოფლიოს საუკეთესო 10-ეულში შედიან და ალბათ, ხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია მათი ჩატარებული ჩემპიონატი მოიგო”.

ინტერესი და პერსპექტივა

“დაინტერესება ძალისმიერი სამჭიდისადმი არის, რადგან ეს ითვლება მომავლის სპორტის სახეობად. უკვე მართლაც არარეალური წონები ფიქსირდება, რაც სანახაობას ზრდის. მაგალითად, ედი ჰოლმა 500 კგ დაძლია. ფინანსებს და პერსპექტივას რაც შეეხება, ეს გარდამავალი საკითხია. დამოკიდებულია თუ ვინ დააფინანსებს კონკრეტულ ჩემპიონატს იმ მომენტში. თუმცა, უცხოეთში ფინანსური კუთხით, ლამის ოლიმპიადას უტოლდება რამდენიმე ფედერაცია”.

სხვა სპორტი და მისაბაძი სპორტსმენი

“ბავშვობიდან ფეხბურთი მიყვარდა, ხოლო ჩემთვის მისაბაძი სპორტსმენი ლევან თედიაშვილია. ასევე როკი მარჩიანო”.

სამჭიდში გამორჩეულნი

“გამოვარჩევდი ლევან გალდავას, რომელიც მოქმედი სპორტსმენია. ასევე, ჩემს მწვრთნელ თემურ ვაჭარაძეს, გიორგი ბეროშვილს”.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138052