ფეხბურთი

2:00 | 25.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჯიჯი ბუფონი პსჟ-ს სათადარიგო მეკარის როლში

ლეგენდარულ იტალიელ მეკარეს, ჯანლუიჯი ბუფონის „პარი სენ ჟერმენის“ ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს. ამის შესახებ პარიზელთა თავკაცმა ტომას ტუხელმა განაცხადა, რომელმაც დააანონსა, რომ ჯიჯი მომდევნო ორ შეხვედრას სათადარიგოთა სკამიდან უყურებს.

„ანჟერთან“ და „ნიმთან“ ალფონს არეოლა ითამაშებს. შემდეგ ვნახოთ რა მოხდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ალფონსმა ითამაშოს, რადგან მაისის მერე უთამაშებელია.

ჯიჯიმ სამი დიდებული შეხვედრა ჩაატარა, მაგრამ არ მიყვარს გრძელვადიანი გადაწყვეტილებების მიღება. მოცემულ მომენტში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ალფოსნმა ითამაშოს“, - განაცხადა ტუხელმა.

პსჟ ლიგა ერთის მომდევნო ორ შეხვედრას „ანჟერისა“ (25 აგვისტო) და „ნიმის“ (1 სექტემბერი) ჩაატარებს. ბუფონმა კი, მიმდინარე სეზონში 3 თამაშში მიიღო მონაწილეობა (ორჯერ ლიგა 1-ში, ერთხელ საფრანგეთის სუპერთასზე).

0.110921