ამერიკის ღია პირველობაზე ქართველმა ჩოგბურთელმა ეკატერინე გორგოძემ ასპარეზობა დაასრულა. ქალთა ტურნირის კვალიფიკაციის ნახევარფინალში 26 წლის ქართველი კანადელი ეჟენი ბუშარის დამარცხება ვერ მოახერხა.
შეხვედრა საათზე ნაკლებ დროში დასრულდა. ჩრდილოამერიკელმა გორგოზე იოლად 2 სეტში - 6:1, 6:2 დაამარცხა.
პირველი სეტის სტარტზე გაცვლილი ბრეიკების შემდგომ გორგოძეს თამაში ძალიან ცუდად წაუვიდა და 12 გეიმში ბუშარმა 10ის მოგება მოახერხა.