ფეხბურთი

18:40 | 23.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

სიმ დე იონგმა ავსტრალიას მიაშურა

ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი სიმ დე იონგი კარიერას ავსტრალიაში განაგრძობს. 29 წლის ფეხბურთელი “სიდნეის” ღირსებას 2019 წლის 30 ივნისამდე იჯარის წესით დაიცავს.

დე იონგი 2005 წელს “აიაქსის” საფეხბურთო აკადემიაში ჩაირიცხა, ხოლო 2007 წელს ძირითად გუნდში ჰქონდა დებიუტი, 2014 წლამდე ითამაშა და 243 მატჩში 78 გოლის გატანა მოახერხა. 2014 წელს “ნიუკასლს” მიაშურა, თუმცა მისი კარიერა “ნისლიან ალბიონზე” არ აეწყო და სამ სეზონში მხოლოდ 26 შეხვედრა ჩაატარა, რომლებშიც 2 გოლი გაიტანა. შემდეგ ის პსვ-ში და “აიაქსში” გახლდათ განათხოვრებული, ხოლო გასულ წელს ამსტერდამულმა გრანდმა მისი სატრანსფერო უფლებები დაიბრუნა და წინა სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში მეტოქეთ კარი 8-ჯერ აიღო.

სიმს ჰოლანდიის ნაკრებში 2010-2013 წლებში 6-ჯერ უთამაშია და 2 გოლი გაიტანა.

0.113574