კალათბურთი

14:10 | 23.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფედერაციის განცხადება მეტ ჯენინგის ნატურალიზაციასთან დაკავშირებით

ესპანური "ბასკონიას" წევრ მეტ ჯენინგის საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია გამოეხმაურა. როგორც სკფ-ის განცხადებაშია ნათქვამი, ჯენინგთან შეთანხმებას მიაღწია და თუ ამერიკელისთვის მოქალაქეობის მინიჭება 1 სექტემბრამდე მოესწრება, საქართველოს ნაკრებში ითამაშებს.

აქვე, განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ილიას ზუროსისა და სამწვრთნელო შტაბის შეთავაზებით, საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ შეთანხმებას მიაღწია ამერიკელ მოთამაშესთან, მეტ ჯენინგთან, რომელიც მზადაა, საქართველოს ნაკრების ღირსება დაიცვას. კალათბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობამ საქართველოს მთავრობის შესაბამის სტრუქტურებში ყველა საჭირო დოკუმენტაცია წარადგინა და ელოდება ჯენინგისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებას. ფიბა-ს მიერ დადგენილ ვადაში, 1 სექტემბრამდე თუ მოესწრო ნაკრების განაცხადში მეტ ჯენინგის დარეგისტრირება, ის მომავალ მატჩებში საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავს", - ნათქვამია განცხადებაში.

30 წლის მატ ჯენინგი „ბასკონიას“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს, ხოლო იქამდე „მონტეპასკი სიენას“, ზაგრების „ციბონას“, „ანადოლუ ეფესის“, „ჰაპოელისა“ და ყუბანის „ლოკომოტივში“ გამოდიოდა.

გაზულ სეზონში (ევროლიგა, ესპანეთის ჩემპიონატი) ჯენინგი საშუალოდ 9.3 ქულას, 1.9 მოხსნას, 1.5 პასს, 0.6 ჩაჭრასა და 0.1 დაფარებას აგროვებდა.

0.112567