სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

11:50 | 23.08.2018 | ნანახია 2998 - ჯერ

"ტორპედო" VS "ლუდოგორეცი" - ერთი ნაბიჯი ნამდვილ ევროპამდე

ქართული საკლუბო ფეხბურთი ევროსარბიელზე დროის მოცემულ მონაკვეთში არცთუ ისე ხშირად გვანებივრებს მატჩებით. მოკლედ, დღეს, ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისი იქნება.

საქართველოს ჩემპიონი ქუთაისის “ტორპედო” ევროპა ლიგის პლეი-ოფში ბულგარეთის ჩემპიონ “ლუდოგორეცს” დაუხვდება. თავიდან იმას გეტყვით, რომ იმერლები თავის ისტორიაში საუკეთესოდ ასპარეზობენ ევროსარბიელზე და პლეი-ოფში პირველად მოხვდნენ. აი, რაც შეეხება “ლუდოგორეცს”, მისთვის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიც კი არაა უცხო და ამის შესახებ ადრეც გიამბეთ.

ორივე გუნდი დღევანდელ შეხვედრას ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. ეს ინფორმაცია კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა თავად დაადასტურეს. კახა ჩხეტიანიც და პაულო აუტუორიც რთულ თამაშს ელოდებიან და გულშემატკივარს ბოლომდე დახარჯვას ჰპირდებიან”

“როდესაც გუნდი მოედანზე გადის, მას ერთი მიზანი აქვს – გამარჯვება. ჩვენც ასე ვითამაშებთ საქართველოში და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წარმატებას მივაღწიოთ. მეტოქეს რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ, მაგრამ ჩემი გუნდი მზადაა ხვალინდელი მატჩისთვის“, - განაცხადა აუტუორიმ.

“რაც უნდა ვისაუბროთ, ეს თამაში განსხვავდება სხვა მატჩებისგან თავისი მნიშვნელობით. როგორც ჩვენი გუნდისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის. განსაკუთრებულად ვემზადებით და ყველა ფეხბურთელი მზადყოფნაშია და 100%-ით მზად ვართ, რომ სიხარული მოვუტანოთ საქართველოს“, - თქვა კახა ჩხეტიანმა.

ქუთაისის “ტორპედო” ბოლო პერიოდში ოდენ ევროსარბიელზე თამაშობს. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ლიგა თითქმის ერთი თვეა განახლდა, ქუთათურთა ყველა მატჩი გადაიდო. მიზეზი? – ევროტურნირები. ეს, თითქოს უცნაური მიზეზია, თანამედროვე ფეხბურთში ყოველ მესამე-მეოთხე დღეს თამაშობენ, მაგრამ ვაი, რომ საქართველო შორსაა თანამედროვე ფეხბურთისგან. როგორც უნდა იყოს, “ტორპედო” ევროპა ლიგის პლეი-ოფშია და შიდა ჩემპიონატში უთამაშებლობა მაინც ეპატიება. აი, მისი ვიზავი “ლუდოგორეცი” კი ევროსარბიელს უპრობლემოდ უთავსებს ბულგარეთის ჩემპიონატს, სადაც 5 ტურის თავზე 10 ქულა აქვს მოპოვებული. სხვათა შორის, პაულო აუტუორის გუნდისთვის “ტორპედოსთან” მატჩი ბოლო 11 დღის განმავლობაში მეოთხე იქნება! მოკლედ, “ლუდოგორეცი” დატვირთვებსა და ფიზიკურ პრობლემებს არ უჩივის.

ახლა, ქართულ გუნდებზე და ევროპა ლიგის პლეი-ოფზეც ვთქვათ: ბოლოს ამ ეტაპზე თბილისის “დინამომ” ითამაშა. ეს ორი წლის წინ, თუმცა სალონიკის პაოკთან უშანოსდ წააგო. იქამდე, 2013-2014 წლების სეზონში გორის “დილა” და თბილისის “დინამო” იყვნენ ახლოს ჯგუფურ ეტაპთან, მაგრამ პლეი-ოფში ორივე დამარცხდა. გორელები ვენის “რაპიდთან”, თბილისლები – ლონდონის “ტოტენჰემთან”. “დილას” 2012-2013 წლების სეზონშიც ერთი ნაბიჯი დააკლდა. გორელებმა პლეი-ოფამდე დიდებულად ითამაშეს, მაგრამ იქ ხელი მოეცარათ. არადა, პორტუგალიურ “მარიტიმუსთან” მატჩებს დიდი იმედით ვხვდებოდით. სამწუხაროდ, ორი მატჩის ჯამში ისევ უიმედო მარცხი გამოვიდა – 0:3.

ყველაზე წარმატებული და დრამატული მაინც 2011-2012 წლების სეზონი გამოვიდა. “დინამო” მართლაც ერთ ნაბიჯში იყო ჯგუფურ ეტაპთან. ათენში აეკ-თან 0:1 წააგო, ხოლო შინ ჩამორჩენა უკვე მე-2 წუთზე ჰქონდა აღმოფხვრილი. საბოლოოდ, “დინამო” აეკ-თან თბილისური მატჩის დამატებით დროში გამოვიდა დამარცხებული. როდესაც ეიდურ გუდიონსენმა პენალტი გაიტანა და ორი მატჩში ჯამში ბერძნებმა 2:1 იმარჯვეს. იმავე სეზონში “ზესტაფონი” პლეი-ოფში ბელგიურ “ბრიუგეს” დაუპირისპირდა. თბილისში იმერლებმა არაფერი დათმეს (3:3), ხოლო ბელგიაში ვერას გახდნენ – 0:2.

დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში კი ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქართულმა გუნდმა ჯგუფში შესვლა მოახერხა, 2004-2005 წლების სეზონში დაფიქსირდა. “დინამომ” სამი ეტაპი გაიარა წარმატებით. დაამარცხა რა, ბორისოვის “ბატე”, პრაღის “სლავია” და კრაკოვის “ვისლა”. გია გეგუჩაძის მაშინდელმა გუნდმა ჯგუფურ ეტაპზე ოთხი თამაში ჩაატარა და ოთხივე წააგო – “სოშოსთან”, “ნიუკასლთან”, “სპორტინგთან” და “პანიონისთან”.

ვნახოთ, იმედია, ქუთაისის “ტორპედო” მოახერხებს იმ ყინულის გადნობას, რასაც ქართული საკლუბი ფეხბურთი და ევროტურნირების ჯგუფური ეტაპი ჰქვია. შეხვედრა დღეს, “მიხეილ მესხზე” 20:00 საათზე დაიწყება.

პირდაპირ ტრანსლაცია “სილკ უნივერსალის” ეთერში იქნება, ხოლო მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ 4 ლარი ღირს – მხარი დავუჭიროთ “ტორპედოს” ქართული ფეხბურთისთვის!

Loading...

კომენტარები (17)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
20:50 | 23.08.2018
didier_drogba (12474)

Gaaketebines saqme bolo wamebze

19:48 | 23.08.2018
Israel67 (165)

ვინც ჩემსავით არ იმყოფებით საქართველოში და არ იცით სად უყუროთ მაშინ სცადეთ ტელეფონში გადმოწეროთ პროგრამა GeoTV . ჩემთან მუშაობს .

18:47 | 23.08.2018
კორბენ მართალი!(Albiceleste) (41)

ძაან დიდი ნაბიჯი კი გამოდის.ეს იგივეა ფროზინონე გახდეს იტალიის ჩემპიონი ))

18:38 | 23.08.2018
Gio Giorgi (95)

დავაით ბიჭებო, ასახელეთ საქართველო < 3 ... 2-1 ვიგებთ დღეს, გასვლაზე 90-ე წუთამდე 0-0 იქნება. ესაა ჩემი პროგნოზი

17:36 | 23.08.2018
ბაგი-რეი (1165)

ტორპედოს წაგება ფორით, სევილიის მოგება ფორით, სელტიკის მოგება, კლუჟის მოგება და ბაზელის მოგება. ტორპედოს გარდა რომელიმემ რო გააფუჭოს ბილეთი გამიტყდება, ტორპედოს ვგულშემატკივრობ. უბრალოდ არ გამართლების შემთხვევა ფსონით დავაზღვიე

17:15 | 23.08.2018
khuco (62)

რომელზე იწყება თამაში?

17:19 | 23.08.2018
BEERTRANCE (97819)

სტატია წაიკითხე და ნახავ

15:55 | 23.08.2018
პანტელეიმონი (4141)

წარმატებას ვუსურვებ ქუთაისელებს ! ! !

21:45 | 24.08.2018
ogafa (8216)

+

15:12 | 23.08.2018
კორბენ ცრუმართალა (13790)

ჰერი-ჰერი, ჰერი-ჰერი,
იქით კლასი, აქეთ წვერი.
ჟინი, ბრძოლა ბნედიანი,
გაიმარჯვებს ჩხეტიანი !!!

გოგია რას ამბობს, წულაია ? მოვუგებთ მაგ შობელძაღლებსო ?










15:02 | 23.08.2018
M.U2020 (223)

მერკელიც ჩამოვიდა ამ თამაშზე მიდით ბიჭებო

14:56 | 23.08.2018
beka7772 (604)

მიდით ბიჭებო! დღეს თქვენ საქართველო ხართ!

14:49 | 23.08.2018
BEERTRANCE (97819)

ისე ტორპედოს სერიოზული კოზირი გამოუჩნდა კორბენას სკეპტიციზმის სახით DDDDD

14:41 | 23.08.2018
EQUILIBRIUM (106)

წარმატებები ტორპედოს,მიდით ბიჭებო ბოლომდე თქვენს გვერდით ვართ რა შედეგიც არ უნდა დაფიქსირდეს... ყველა კარგად ვიაზრებთ რა დონის გუნდია და როგორი ძლიერი მაგრამ თქვენ დღეს საქართველოს წარმოადგენთ და ამით ყველაფერი ნათქვამია... წარმატებები და იმედია მიაღწევთ სასურველ გედეგს და იმ გულშემატკივარსაც გაახარებთ ვინც უკვე დამარცხებულად გამოგაცხადათ....

14:41 | 23.08.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

დღეს რა ფიქრობთ ევროპაზე

14:41 | 23.08.2018
M.U2020 (223)

მინიმალური სხვაობით წავაგებთ მგონია( ეს გუნდი შერიფზე უფრო ძლიერია მაგრამ თუ მოინდომეს მაგრად მაშინ 0-0 უნდა მორჩეს

14:12 | 23.08.2018
didier_drogba (12474)

Romeli turki msajia sanam daickeba gavesaubro gvari daceret ikneba Ar dagvcvas mainc vadachkorias kiar gvanan tavi fifas arbitrad rom warmoudgenia da imaleba

14:04 | 23.08.2018
BEERTRANCE (97819)

ჩემპიონთა ლიგა აბა უნაღდესია?

12:16 | 23.08.2018
Dinamo T.B (424)

1 მილიონი ჩაუდონ სუდიას ჯიბეში 15 წუტზე დადოს პენალი და წიტელი მისცეს და მერეც 70:30 ითამაშოს ტორპედოს სასარგებლოთ მოიგოს ერთი 3-0 ნოლი და ეგ არის თურქია რა აიგებს 2 მიეცით თუ მოითხოვა

13:29 | 23.08.2018
Erovnuli-Nakrebi (8953)

ხო ეგ პენალტი და წითელი მეც ვიფიქრე. ოღინდ მეორე წითელიც გვინდა

13:42 | 23.08.2018
Dinamo T.B (424)

ხო რავი მეორეც ცოტა პროვოკაცია მოაწყონ ფეხბურთელებმა ან შეაგინოს ან შეაფურთხოს ის რაგაცას იზავს და ეგა სუდია დაინახავს მარტო მეტოქის ფეხბურთელის ქმედებას და ვსიო ყველაფერი უნდა იკადრონ თორე ესე პატიოსნათ აზრი არა აქ იმიტომ კი არა ლუდოგორეცი კარგი გუნდია პროსტა ტორპედოა ძალიან ცუდი გუნდი თან ცუდი მრწვთელით

სტატისტიკა
0.204923