ფეხბურთი

12:53 | 22.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლაციო" და ჩირო იმმობილე შეთანხმდნენ

რომის “ლაციომ” და ჩირომ იმმობილემ შეთანხმებას მიაღწიეს, რომლის თანახმადაც ფეხბურთელი დედაქალაქურ კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს. აღნიშნულ ინფორმაციას Gazzetta Dello Sport-ი ავრცელებს.

განახლებული ხელშეკრულების პირობებით, იტალიელი რომში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება და ხელფასის სახით 2.5 მილიონი ევროს ნაცვლად 3.2 მილიონს მიიღებს. გარიგება უახლოეს ხანებში ოფიციალურად დადასტურდება.

ჩირო იმმობილე “ლაციომ” 2016 წელს 9.5 მილიონ ევროდ შეიძინა და გუნდის ლიდერად იქცა. დღემდე “არწივთა” მაისურით 89 მატჩში 68 გოლი გაიტანა და 17 საგოლე პასი გააკეთა. მიმდინარე სეზონში კი, 1 შეხვედრაში თავის გამოჩენა უკვე მოახერხა.

0.12758