ჩოგბურთი

10:59 | 22.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძემ ამერიკის ღია პირველობის კვალიფიკაცია წარმატებით დაიწყო

ქართველი ჩოგბურთელი ეკა გორგოძე ამერიკის ღია პირველობის ძირითადი ბადისკენ მიიწევს. 26 წლის ჩვენებურმა საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ რაუნდში ამერიკელი ქეით მაკნელი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა – 2:1.

WTA-ის რეიტინგის 167-ე ჩოგანმა პირველი სეტი პირწმინდად ჩააგდო და 25 წუთში ისე წააგო, რომ გეიმიც ვერ მოიგო (0:6). სამაგიეროდ, გორგოძემ შემდგომ მოახერხა ძლების მობილიზება და მეორე სეტი 7:5 მოიგო, ხოლო გადამწვეტ სეტში პრობლემები აღარ შეჰქმნია – 6:2. შეხვედრა 2 საათისა და 4 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა.

გორგოძე კვალიფიკაციის ნახევარფინალში კანადელ ეჟერ ბუშარს დაუპირისპირდება, რომელიც ამჟამად რეიტინგში ქართველზე მაღლაა (123-ე ადგილი). აღნიშნული მატჩი 23 აგვისტოს, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.

0.108944