ამსტერდამის „აიაქსის“ ნახევარმცველი აბდელჰაკ ნური კომიდან გამოვიდა. აღნიშნულ ინფორმაციას TalkSport-ი ავრცელებს. 21 წლის ფეხბურთელი ბოლო ერთი წლის განმავლობაში უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა.
ნურიმ უმძიმესი დაზიანება 2017 წლის 8 ივლისს, ბრემენის „ვერდერთან“ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო და მას შემდეგ კომაში იმყოფებოდა.
პროფესორი ბარბარა ფრინენკერი ახლო წარსულში პესიმისტურად პროგნოზირებდა:
„თუ ის ოდესმე გაიღვიძებს, ვერ შეძლებს ჭამას, საუბარს და გავლას. მას მხოლოდ დანახვა შეეძლება“, - ამბობდა ფრინენკერი.
ამ დროისთვის სხვა ინფორმაცია, გარდა იმისა, რომ ნური კომადან გამოვიდა, არ ვრცელდება.