ფეხბურთი

22:50 | 21.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოდეგაარდი "ვიტესში" ითამაშებს

ახალგაზრდა შემტევი ნახევარმცველი მარტინ ოდეგაარდი კარიერას "ვიტესში" განაგრძობს. აღნიშნული ინფორმაცია არნემული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა დაადასტურა.

19 წლის ფეხბურთელმა ახალ კლუბთან ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა.

ოდეგაარდი "რეალმა" 2015 წელს გაიფორმა. ის 1.5 წელი "ჰერენვენში" გახლდათ განათხოვრებული და ჰოლანდიის ჩემპიონატში თამაში მისთვის ნაცნობია. მას ერედივიზიონში ჩატარებულ 38 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი. მარტინს "რეალთან" მოქმედი კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

მან ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად ნორვეგიის ნაკრებში 12 მატჩის ჩატარება მოასწრო.

0.115988