ფეხბურთი

20:51 | 21.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "იუვენტუსმა" და პიანიჩმა თანამშრომლობა განაახლეს

ტურინის „იუვენტუსმა“ და მირალემ პიანიჩმა ხელშეკრულება გაახანგრძლივეს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიის ჩემპიონის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

მხარეებს შორის ახალი კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე გაფორმდა. ფინანსური დეტალები კი არ ხმაურდება. თუმცა, არაოფიციალური ინფორმაციით, ბოსნიელი სეზონში 6.5 მილიონ ევროს მიიღებს.

„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ კონტრაქტი 2023 წლამდე გავახანგრძლივე ამ შესანიშნავ გუნდთან“, - დაწერა სოციალურ ქსელში პიანიჩმა.

ბოსნიელი ნახევარმცველი „იუვენტუსში“ 2016 წლიდან მოყოლებული თამაშობს. ამ დროის განმავლობაში 28 წლის ფეხბურთელმა 95 თამაში ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 17 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.112862