კამერუნის ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კლარენს ზეედორფმა სექტემბერში გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. საინტერესოა, რომ ჰოლანდიელის რჩეულთა შორის ვერ მოხვდა კამერუნის ნაკრების კაპიტანი ბენჟამინ მუკანჯო და კრისტიან ბასოგოგა.
მიზეზი? – ორივე ფეხბურთელი ჩინეთის ჩემპიონატში თამაშობს და ზეედორფმაც მათ სამსახურზე უარი ამ მოტივიტ თქვა.
“კარგი ფეხბურთელები ჩინეთში ან აზიაში არ უნდა მიდიოდნენ. ფეხბურთელებს უნდა ესმოდეთ, რომ თუ კარგი კონტრაქტის სანაცვლოდ ჩინეთში მიდიან, მაშინ ეროვნულ ნაკრებში თამაშის შანსი არ ექნებათ. ჩვენ გვინდა, რომ დისციპლინირებული და შრომისმოყვარე მოთამაშეები გვყავდეს გუნდში”, - განაცხადა ზეედორფმა.