ფეხბურთი

18:03 | 21.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონმა" "მანჩესტერ სიტის" მცველი გაიფორმა

ინგლისური “მანჩესტერ სიტის” მცველი ჯეისონ დენაიერი კარიერას ლიონის “ოლიმპიკში” გააგრძელებს. როგორც ფრანგული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის 4-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

არაოფიციალური ინფორმაციით, “ლიონმა” ბელგიელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო გაიღო.

23 წლის დენაიერი “სიტის” ჯერ კიდევ 18 წლის ასაკში შეუერთდა, თუმცა გუნდში ფეხი ვერ მოიკიდა და სხვა და სხვა გუნდებში იყო განათხოვრებული.

ჯეისონი იჯარით აქამდე “სელტიკის”, სანდრელენდისა” და “გალათასარაის” რიგებში გამოდიოდა, ხოლო ბელგიის ნაკრებში 8 თამაში აქვს ჩატარებული.

0.459972