ლონდონის “ჩელსის” მარცხენა მცველი მარკოს ალონსო შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს. აღნიშნულ ინფორმაციას AS-ი ავრცელებს. 27 წლის მცველისადმი ინტერესს მადრიდის “რეალი” და “ატლეტიკო” იჩენს.
“არისტოკრატები” ესპანელ ფეხბურთელს 30 მილიონ ევროდ აფასებენ.
შეგახსენებთ, რომ ალონსო “სამეფო კლუბის” აღზრდილია. მიმდინარე სეზონში მცველმა 2 შეხვედრა ჩაატარა და “არსენალთან” შეხვედრის მიწურულს გამარჯვების გოლის გატანაც მოახერხა.