ფეხბურთი

15:43 | 21.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

პიანიჩმა "იუვენტუსთან" გაახანგრძლივა

ტურინის “იუვენტუსმა” მირალემ პიანიჩთან კონტრაქტი 2023 წლამდე გაახანგრძლივა. აღნიშნულ ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს. 28 წლის ფეხბურთელის წლიური ანაზღაურება ხელფასის სახით 6,5 მილიონი ევრო იქნება.

ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ბოსნიელი ნახევარმცველის გადაბირება “მანჩესტერ სიტის”, “ჩელსის”, “ბარსელონას” და “რეალს” სურდა, თუმცა “ბებერმა ქალბატონმა” ის არავის დაუთმო.

აქვე გეტყვით, რომ გასულ სეზონს მირალემმა სერის A-ს 31 მატჩი ჩაატარა და 5 გოლის გატანა მოახერხა.

0.111927