ფეხბურთი

15:10 | 21.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

შვაინშტაიგერი გამოსამშვიდობებელი მატჩისთვის ემზადება

ბასტიან შვაინშტაიგერი გამოსამშვიდობებელი მატჩისთვის ემზადება. იგი უკვე გერმანიაშია და “ბაიერნის” საწვრთნელ ბაზაზე ვარჯიშობს. შეხვედრა “ალიანც არენაზე” მომდევნო კვირას გაიმართება და ერთმანეთს ბასტიანის ყოფილი და ახლანდელი კლუბები დაუპირისპირდებიან.

გერმანელი ნახევარმცველი “ბაიერნის” შემადგენლობაში 1998-2002 ახალგაზრდულ, ხოლო 2002-2015 წლებში მთავარ გუნდში თამაშობდა, შემდეგ იყო მანჩესტერ იუნაიტედი 2015-2017 წლებში, 2017 წლის მარტში კი “ჩიკაგო ფაირის” მოთამაშე გახდა.

0.114475