იტალიელი ფორვარდი მარიო ბალოტელი “ნიცაში” რჩება. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გუნდის ვებგვერდი ავრცელებს.
ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ბალოტელის გადაბირება არაერთ გუნდს სურდა, მათ შორის ყველაზე დიდ ინტერესს ლიგა 1-ის ბინადარი “მარსელი” იჩენდა, თუმცა კლუბმა იტალიელის გაყიდვა არ მოისურვა. აღსანიშნავია ისიც, რომ თავად ფეხბურთელს კლუბის დატოვება სურდა.
28 წლის თავდამსხმელმა გასულ წელს ყველა ტურნირის გათვალისწინებით 38 მატჩი ჩაატარა და 26 გოლი გაიტანა.