ჰოლანდიის ერედივიზიონის მეორე ტურში "დე კუიპზე" "ფეიენოორდისა" და "ექსელსიორის" მატჩში საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. შეხვედრას საავადმყოფო erasmus-ის ბავშვები ესწრებოდნენ, ხოლო მათი სექტორის მაღლა სტუმარი გუნდის ქომაგები ისხდნენ.
თამაშის მე-19 წუთზე "ექსელსიორის" ფანებმა ბავშვების მიმართულებით რბილი სათამაშოები ისროლეს და მოულოდნელი სიურპრიზი მოუწყევს...
ბავშვებს სიურპრიზი საყვარელმა გუნდმაც მოუწყო, რომელმაც მეტოქე დაბრკოლების გარეშე, 3:0 დაამარცხა.