ფეხბურთი

21:39 | 20.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ხარაიშვილმა შვედეთის ჩემპიონატში გოლი კუთხურიდან გაიტანა (+VIDEO)

შვედეთის ალსვენსკანის მე-18 ტურში "გიოტებორგმა" საკუთარ მოედანზე "ოსტერსუნდი" 2:1 დაამარცხა. სასიხარულოა, რომ მატჩის გმირი მასპინძელთა ქართველი ლეგიონერი გიორგი ხარაიშვილი გახდა. 22 წლის ფეხბურთელმა გოლი გაიტანა და მერე საგოლე პასიც გააკეთა.

ჩვენებურმა 21-ე წუთზე გახსნა ანგარიში. გოლი მართლაც ფანტასტიკური გამოვიდა - პირდაპირ კუთხურიდან გაუტანა სტუმართა მეკარეს! მართალია, კიპერის უყურადღებობაზეც შეგვიძლია საუბარი, მაგრამ კუთხურს გატანა უნდა და ეს ცალსახად დასაფასებელია.

სტუმრებმა მალევე გაათანაბრეს, თუმცა ტაიმის ბოლო წუთზე გიორგიმ უკვე საგოლე გადაცემა მიითვალა. სწორედ მის შესრულებულ სტანდარტს მოჰყვა ვაიება საკორის ზუსტი თავური, რომელიც გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა, რადგან მეორე ნახევარში გოლი არ გასულა. "გიოტებორგს" 18 ტურში 22 ქულა აქვს მეათე ადგილზე იმყოფება.

რაც შეეხება ხარაიშვილს, მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრა ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

0.156597