ფეხბურთი

18:32 | 20.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

რონალდუმ სორენტინოს მოუბოდიშა

ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ვერონას “კიევოს” მეკარე სტეფანო სორენტინოს ბოდიში მოუხადა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ვეტერანმა იტალიელმა კიპერმა განაცხადა.

“მივიღე წერილი რონალდუსგან, რომელმაც მხარდაჭერა გამომიცხადა და სწრაფად გამოჯანმრთელება მისურვა. მადლობა ლეგენდავ!”, - დაწერა სორენტინომ.

სერია A-ს პირველ ტურში, რომელშიც “იუვენტუსი” “კიევოს” დაუპირისპირდა, ერთ-ერთ ეპიზოდში რონალდუ სორენტინოს შეეჯახა, რის შედეგადაც “მფრინავი ვირების” მეკარე უგონო მდგომარეობაში დაეცა მინდორზე და საავადმყოფოში მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109956