უეფამ 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე ნომინირებული სამი კანდიდატი დაასახელა. ხსენებული ჯილდოსთვის კრიშტიანუ რონალდუ, ლუკა მოდრიჩი და მოჰამედ სალაჰი იბრძოლებენ. შესაბამისად, სამეულში ვერ მოხვდა ლიონელ მესი, რომელსაც მხოლოდ 55 ქულა ერგო და მეხუთე ადგილს დასჯერდა.
სამეულის გარდა, დანარჩენი ადგილები მოწინავე ათეულში ასე გადანაწილდა:
4. ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო, საფრანგეთი) – 72 ქულა
5. ლიონელ მესი (ბარსელონა, ესპანეთი) – 55
6. კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი) – 43
7. კევინ დე ბრუინი (სიტი, ბელგია) – 28
8. რაფაელ ვარანი (რეალი ესპანეთი) - 23
9. ედენ აზარი (ჩელსი, ბელგია) – 15
10. სერხიო რამოსი (რეალი, ესპანეთი) - 12
გთავაზობთ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელებს, რომლებიც პოზიციების მიხედვით არიან ნომინირებულნი:
სეზონის მეკარე: ალისონ ბეკერი, ჯანლუიჯი ბუფონი, კეილორ ნავასი
სეზონის მცველი: მარსელო, სერხიო რამოსი, რაფაელ ვარანი
სეზონის ნახევარმცველი: კევინ დე ბრუინი, ტონი კროოსი, ლუკა მოდრიჩი
სეზონის თავდამსხმელი: ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, მოჰამედ სალაჰი
სეზონის საუკეთესო ქალი ფეხბურთელი: პერნილ ჰარდერი, ადა ჰეგერბერგი, ამანდინ ანრი
ევროპა ლიგის სეზონის ფეხბურთელი: დიეგო გოდინი, ანტუან გრიზმანი, დიმიტრი პაიე
უეფა გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელს 30 აგვისტოს მონაკოში გამოავლენს, სადაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრა უნდა გაიმართოს.