თამაშგარე

11:59 | 20.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

შეუდრეკელი ჰამბურგელი სიძვის დიაცები

დინჯი და საქმიანი გერმანელები მათი ქვეყნის უმთავრეს საფეხბურთო გათამაშებას - ბუნდესლიგას და შესაბამისად მეორე ბუნდესლიგასაც ევროპის სხვა მოწინავე ქვეყნებზე გვიან იწყებენ ხოლმე და გამონაკლისი არც 2018-2019 წლების საფეხბურთი სეზონია. თუმცა, გერმანიის სიდიდით მეორე ქალაქ ჰამბურგში საფეხბურთო სეზონისთვის მზადება უკვე დასრულებულია და რაც არ უნდა გასაკვირად ჟღერდეს - კლუბის მთავარი მოტივატორები წელს ადგილობრივი მეძავები არიან.

ჰამბურგი მთელს გერმანიაში მეძავთა დიდებულ ნავთსაყუდლადაა ცნიბილი და მთელი ორი დიდი ქუჩა ამ სასიქადულო პროფესიის წარმომადგენლებს აქვთ დაკავებული. შესაბამისად, ჰამბურგელ მეძავებს ძლიერი და მრავლისშემძლე პროფკავშირიც აქვთ და სწორედ ამ პროფკავშირმა გააკეთა განცხადება, რომ თუკი შარშან ბუნდესლიგიდან გავარდინლი მათი ქალაქის არცთუ საამაყო გუნდი - “ჰამბურგი“ წელს შეძლებს და კვლავ დაუბრუნდება ბუნდესლიგას, მეძავები მათი ხელობისათვის შესაბამის უტეხ სიტყვას დებენ, რომ მეორე ბუნდესლიგის დასრულებისთანავე კლუბის უკვლებლივ ყველა წევრს მთელი კვირის მანძილზე უფასოდ მოემსახურებიან.

როგორც იცით “ჰამბურგმა“ შარშან უსაშინლესად იასპარეზა და ბუნდესლიგის გათამაშება ბოლოსწინა ადგილზე დაასრულა. ამ კლუბის იმედი წელს რომ გქონდეს, ჭეშმარიტად უშიშარი და შეუდრეკელი ადამიანი უნდა იყო. შეუდრეკლობა ჰამბურგელ სიძვის დიაცებს ჰაი ჰაი რომ არ ესწავლებათ!

0.122354