ფეხბურთი

2:52 | 20.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" მარცხით დაიწყო, ჯეკომ - სუპერგოლით (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს 2018-2019 წლების სეზონის მილანის “ინტერი” და მისი გულშემატკივრები დიდი იმედით შეხვდნენ. ფაქტია, “ნერაძურიმ” ზაფხულში იაქტიურა და შემადგენლობა ერთი-ორად გააძლიერა. თუმცა, ისიც ფაქტია, რომ პირველი ტურის შემდეგ მილანური გრანდი უქულოდაა.

ლუჩანო სპალეტისთვის ახალი სეზონი რეჯიო ემილიადან დაიწყო, სადაც მისთვის ერთობ უხერხულ მეტოქეს, “სასუოლოს” ეწვია და დამარცხდა. “ნერაძურის” არ უჩვენებია ის ფეხბურთი, რომლის მიხედვითაც ქულას მაინც დაიმსახურებდა. პირიქით, “სასუოლომ” რიგ მომენტებში სჯაბნიდა სახელოვან მეტოქეს და შეიძლება ვთქვათ, რომ დამსახურებულად გაიმარჯვა. მასპინძლებმა მაურო იკარდი თამაშიდან გამოთიშეს, ხოლო ახალწვეულმა ლაუტარო მარტინესმა თავის თავზე ვერ მოახერხა ლიდერობის აღება. “სასუოლომ” კი ერთადერთი გოლი ტაიმის შუაწელს გაიტანა. დომენიკო ბერარდიმ პენალტი დაარტყა ზუსტად. მოკლედ, სპალეტის ბიჭებს, რომლებიც სპეციალისტთა უმრაველობის აზრით, “იუვენტუსის” მთავარ კანდიდატად მიიჩნევა სკუდეტოსთვის ბრძოლაში, ბევრი შრომა მოუწევთ.

სამაგიეროდ, გამარჯვებით დაიწყო სეზონი “რომამ”. “ჯალოროსი” ტურინში, ადგილობრივ “ტორინოსთან” გამოვიდა გამარჯვებული. უნდა ითქვას, რომ 3 ქულა რომაელებმა დამსახურებულად მოიპოვეს, მაგრამ არც ტურინელებს დაუმსახურებიათ წაგება. საქმე ისაა, რომ ორივე გუნდის კართან მრავლად შეიქმნა საგოლე მომენტები. უბრალოდ, ერთი ისაა, რომ გოლი მხოლოდ ედინ ჯეკომ გაიტანა. ბოსნიელს იმდენად ლამაზი გოლი გამოუვიდა, რომ ნამატჩევს თავადვე თქვა, ეს ჩემს საუკეთესო სამ გოლში შედისო. “რომამ” მაჟორულ ნოტაზე დაიწყო და ახლა მთავარია, როგორ გააგრძელებს. ჰო, საგოლე პასი ჯასტინ კლუივერტმა გააკეთა, რომელსაც დებიუტი ჰქონდა კალჩოში.

სხვა მატჩებს რაც შეეხება: ელიტას დაუბრუნდა “პარმა”, თუმცა საკუთარ მოედანზე გამარჯვება ხელიდან გაუშვა. არადა ახლოს იყო რობერტო დ’ავერსას გუნდი დაბრუნება “ენიო ტარდინიზე” სამი ქულით ეზეიმა. პარმეზანელები ორბურთიანი უპირატესობით იგებდნენ, მაგრამ უპირატესობა გაანიავეს და ოდენ ქულას დასჯერდნენ – 2:2.

სერია A-ში დაბრუნება გამარჯვებით აღნიშნა “ემპოლიმ”, რომელსაც სარდინიულმა “კალიარიმ” კონკურენცია ვერ გაუწია. ტოსკანელებმა თითო ტაიმში თითოჯერ დაამწუხრეს კუნძულელები. “ემპოლის” სათადარიგო სკამზე მე-7 ნომრით იჯდა ლევან მჭედლიძე, მაგრამ ქართველი თამაშში არ ჩართულა.

კიდევ ერთი შეხვედრა ბოლონიაში შედგა, სადაც ადგილობრივი გუნდი “სპალმა” იასმინ კურტიჩის ზღაპრული გოლით 1:0 დაამარცხა. ამრიგად, “ბოლონიას” თავკაცის პოსტზე წარუმატებელი დებიუტი ჰქონდა ლეგენდარულ ფილიპო ინძაგის...

“ტორინო” – “რომა” 0:1 (0:0) VIDEO

ტურინი, “გრანდე ტორინო”

“ტორინო” (3-5-2): სირიგუ; იცო (გლეისონი 79), ნ’კულუ, მორეტი; დე სილვესტრი (ოლა აინა 25), ბაზელი, რინკონი (სორიანო 86), მეიტე, ბერენგერი; იაგო ფალკე, ბელოტი

მწვრთნელი: ვალტერ მაძარი

“რომა” (4-3-3): ოლსენი; ფლორენცი, მანოლასი, ფაციო, კოლაოვი; სტროტმანი, დე როსი, პასტორე (შიკი 75); ჯენგიზ იუნდერი (კლუივერტი 70), ჯეკო, ელ შაარავი (კრისტანტე 60)

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

გოლი: 0:1 ჯეკო (89)

გაფრთხილება: იაგო ფალკე (57) – ფაციო (30), ფლორენცი (84), ჯეკო (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 16 (13) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 6:5 თამაშგარე: 2:1

მსაჯი: მარკო დი ბელო

“ემპოლი” – “კალიარი” 2:0 (1:0)

ემპოლი, “კარლო კასტელანი”

“ემპოლი” (4-3-1-2): ტერაჩანო; დი ლორენცო, რასმუსენი, სილვესტრე, ანტონელი; აკქუა, კაპეცი, კრუნიჩი; ზაიჩი (ვესელი 87); ლა გუმინა (ბენაკერი 80), კაპუტო

მწვრთნელი: აურელიო ანდრეაცოლი

“კალიარი” (4-3-1-2): კრანიო; ფარაგო, ჩეპიტელი (პისაჩენე 24), რომანია, ლიკოგიანისი; კასტრო, ჩიგარინი, ბარელა; იონიტა (ჩერი 73); ფარიასი (საუ 57), პავოლეტი

მწვრთნელი: როლანდო მარანი

გოლები: 1:0 კრუნიჩი (14), 2:0 კაპუტო (51)

გაფრთხილება: ანტონელი (28), კაპეცი (66), რასმუსენი (90) – რომანია (44), ბარელა (76), პისაჩენე (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 12 (5) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 5:0

მსაჯი: დანიელე ჩიფი

“პარმა” – “უდინეზე” 2:2 (1:0)

პარმა, “ენიო ტარდინი”

“პარმა” (4-3-3): სეპე; იაკოპონი, ბრუნო ალვეში, გალიოლო, გობი; გრასი (რიგონი 66), სტულაჩი, ბარილა; სილიგარდი (ბიაბიანი 80), ინგლეზე (ჩერავოლო 70), დი გაუდიო

მწვრთნელი: რობერტო დ’ავერსა

“უდინეზე” (4-3-3): სკუფეტი; ლარსენი, ეკონგი, ნიუტნიკი, სამირი; ფოფანა, მანდრაგორა, ბარაკი (ტეოდორშიკი 62); მაჩისი (პუსეტო 80), ლასანია, დე პაული (ბეჰრამი 88)

მწვრთნელი: ხულიო ველასკესი

გოლები: 1:0 ინგლეზე (43), 2:0 ბარილა (59), 2:1 დე პაული (65, პენ), 2:2 ფოფანა (69)

გაფრთხილება: გობი (84), იაკოპონი (87) - ლასანია (57), ფოფანა (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (6) – 16 (6) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 1:0

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

“სასუოლო” – “ინტერი” 1:0 (1:0) VIDEO

რეჯიო ემილია, “მაპეი სთედიუმი”

“სასუოლო” (4-3-3): კონსილი; ლიროლა, მანიანი, ფერარი, როჯერიო; დანკანი, მანიანელი, ბურაბია (სენსი 64); ბერარდი, ბოატენგი (ბაბაკარი 85), დი ფრანჩესკო (ბოგა 74)

მწვრთნელი: რობერტო დე ძერბი

“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, დე ვრეი, მირანდა, დალბერტი (პერიშიჩი 46); ვესინო, ბროჟოვიჩი (კარამო 86); პოლიტანო, მარტინესი (კეიტა 69), ასამოა; იკარდი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლი: 1:0 ბერარდი (27, პენ)

გაფრთხილება: დანკანი (6), როჯერიო (16), სენსი (90) – მირანდა (26), ვესინო (54)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (5) – 11 (4) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 4:4 თამაშგარე: 3:1

მსაჯი: მაურიციო მარიანი

“ბოლონია” – “სპალი” 0:1 (0:0)

ბოლონია, “რენატო დალ არა”

“ბოლონია” (3-5-2): სკორუპსკი; გონსალესი (ფალჩინელი 72), დანილო, ჰელანდერი; მატიელო, პოლი (ორსოლინი 77), პულგარი (ნადი 56), დზემაილი, დიკსი; პალასიო, სანტანდერი

მწვრთნელი: ფილიპო ინძაგი

“სპალი” (3-5-2): გომისი; ჩიონეკი, ვიკარი, ფელიპე; ლაძარი (შიმიჩი 89), შიატარელა, მისიროლი (ევერტონი 69), კურტიჩი (ვალდიფიორი 83), ფარეში; პეტანია, ანტენუჩი

მწვრთნელი: ლეონარდო სემპლიჩი

გოლი: 0:1 კურტიჩი (71)

გაფრთხილება: პულგარი (20), მატიელო (64), ნადი (68, 90) – ფარეში (45), ფელიპე (81)

გაძევება: ნადი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (3) – 10 (5) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 7:0 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: პიერო ჯაკომელი

თეგებისერია A
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.487759