ფეხბურთი

14:50 | 19.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

გრინდელი: "ვწუხვარ, რომ იოზილმა თავი ფედერაციისგან მიტოვებულად იგრძნო"

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა რეინჰარდ გრინდელმა Bild-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მესუთ იოზილის მიმართ განხორციელებული რასისტული თავდასხმები მისთვის მიუღებელია. გრინდელმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის ნაკრების მუნდიალზე წარუმატებელი თამაში იოზილის ბრალი არაა.

"რასისტულ თავდასხმებთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მაქვს და იოზილს გვერდში ვუდგავარ. ასეთი დავდასხმები აბსოლიტურად მიუღებელია. ვწუხვარ, რომ მესუთმა ფედერაციისგან თავი მიტოვებულად იგრძნო. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ იოზილის მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზობის შესახებ არაფერი განმიცხადებია. ჩემთვის ნათელია, რომ ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ. მუნდიალიდან გამოვარდნას ერთ ფეხბურთელს ვერ მივაწერთ."

იოზილმა რასისტული თავდასხმების და კრიტიკის გამო გერმანიის ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობა დაასრულა. ლონდონის "არსენალის" მოთამაშე განცხადებაში აღნიშნავდა, რომ გრინდელმა იგი ნაკრების ცუდ თამაშში დაადანაშაულა. "ეს არაა მართალი. მე სხვა რამეზე ვისაუბრე," განუცხადა გრინდელმა Bild-ს. "ილქაი გუნდოგანმა ერდოღანთან გადაღებული ფოტოს შემდეგ ყველასთვის გასაგები განცხადება გააკეთა და ყველა კითხვას უპასუხა და მინდოდა იოზილსაც მსგავსი რამ გაეკეთებინა, რადგან გულშემატკივრებს კითხვები ჰქონდათ. მსოფლიოს ჩემპიონატი რომც მოგვეგო განმარტებების გაკეთებას მაინც ვისურვებდი."

მესუთ იოზილმა და ილქაი გუნდოგანმა თურქეთის პრეზიდენტთან ლონდონში გამართულ საქველმოქმედო ღონისძიებაზე ფოტო გადაიღეს წარწერით და გერმანელი გულშემატკივრების კრიტიკა დაიმსახურეს. ილქაიმ განმარტა, რომ თურქეთთან მათ კავშირი აქვთ და ეს არ ნიშნას იმას, რომ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი მათი პრეზიდენტი არაა და ანგელა მერკერი კი - მათი კანცლერი.

მესუთ იოზილმა გერმანიის ნაკრებში 92 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 23 გოლი და 40 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე მესუთი ნაკრებში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო და გერმანიის გაჩემპიონებაში თავისი წვლილი შეიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118067