ფეხბურთი

13:20 | 19.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

იტალიური მედია: იკარდიმ "ინტერთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

არგენტინის ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ მილანის "ინტერთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა. აღნიშნული ინფორმაცია Corriero dello Sport-მა და Tuttosport-მა გაავრცელეს.

როგორც ირკვევა, სამხრეთამერიკელმა რამდენიმე კვირის წინ ახალ ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. იკარდი "ინტერის" რიგებში 2023 წლის ივლისამდე ითამაშებს და ხელფასი 8 მილიონი ევრო ექნება. ამავდროულად, მაუროს გამოსასყიდი თანხა 110-დან 160 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ჯერჯერობით "ნერაძური" აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

იკარდი მილანურ გუნდში 2013 წელს "სამპდორიადან" გადავიდა. მას შემდეგ სამხრეთამერიკელმა საკლუბო დონეზე თავდამსხმელმა 182 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 107 გოლი და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104177