18 აგვისტოს ეროვნული ლიგის 21-ე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა და ერთნაირი ანგარიში 0:0 დაფიქსირდა. "ჩიხურამ" "ივანწმინდაზე" "რუსთავი" მიიღო, ხოლო "დინამო არენაზე" თბილისის "დინამომ" "სამტრედიას" უმასპინძლა.
საჩხერელებმა ჩემპიონატში სამი მატჩის ზედიზედ მოგების შემდეგ ქულები დაკარგეს და გორის "დილას" შანსი აქვს "ჩიხურასთან" ჩამორჩენა ერთ ქულამდე დაიყვანოს. სოსო ფრუიძის გუნდი მესამე ადგილზე იმყოფება, ხოლო რუსთაველები 22 ქულით მეექვსე ადგილზე არიან.
26 მაისის შემდეგ "სამტრედიამ" ეროვნულ ლიგაში პირველად მოიპოვა ქულა, ხოლო "დინამომ" ხუთმატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. გიორგი ცეცაძის გუნდი 10 ქულით მეცხრე ადგილზეა, ხოლო კახა კაჭარავას შეგირდები მეორე პოზიციაზე იმყოფებიან.
დინამო თბილისი - სამტრედია
ჩიხურა - რუსთავი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რამე როიყოს შტეფ ცოტას არ დააკლებ

მერედა ეს მიუნხენელები თუ ასე გაჟდებოდით ამ კაცზე მანდ არ გყავდათ, ის ტრიპაჩი ლევანდოვსი რომ ამჯობინეთ?დ
მანჯუ ყველაზე მებრძოლი თავდამსხმელია ჩემი აზრით, აბსოლიტურად ყველგან გხვდება,მოედნის ყველა წერტილში დაა თავდაუზოგავად იბრძვის
მსოფლიოს მოიგებს