ფეხბურთი

15:05 | 18.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინის ნაკრების გადახალისებული შემადგენლობა

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლიონელ სკალონიმ სექტემბერში, გვატემალასთან და კოლუმბიასთან გასამართი ამხანაგური მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.

“ალბისელესტეში” 29 ფეხბურთელია მიწვეული და თამამად შეიძლება ითქვას, რომ კონტიგენტი სახეცვლილია. გუნდში არ არიან ლიონელ მესი, რომელმაც დროებითი პაუზა აიღო ეროვნულ ნაკრებში, სერხიო აგუერო, ანხელ დი მარია, გონსალო იგუაინი, ლუკას ბილია. არც ხავიერ მასკერანოა, რომელმაც სანაკრებო კარიერა დაასრულა.

სამაგიეროდ, სკალონის რჩეულთა სიაშია მაურო იკარდი. არგენტინის ნაკრებში ასევე გამოძახებული დიეგო სიმეონეს შვილი, ჯოვანი და ნიჭიერი ლაუტარო მარტინესი.

მეკარეები: ფრანკო არმანი (რივერ პლეიტი), ჯერონიმო რული (სოსიედადი, ესპანეთი), სერხიო რომერო (მანჩესტერი, ინგლისი)

მცველები: ფაბრისიო ბუსტოსი (ინდეპენდიენტე), გაბრიელ მერკადო (სევილია, ესპანეთი), ხერმან პეცელა (ფიორენტინა, იტალია), რამირო ფიუნეს მორი (ვილიარეალი, ესპანეთი), ალან ფრანკო (ინდეპენდიენტე), ნიკოლას ტალიაფიკო (აიაქსი, ჰოლანდია), ვალტერ კანემანი (გრემიო, ბრაზილია), ლიონელ დი პლასიდო (ლანუსი), ედუარდო სალვიო (ბენფიკა, პორტუგალია), მარკოს აკუნია (სპორტინგი, პორტუგალია)

ნახევარმცველები: ლეანდრო პარედესი (ზენიტი, რუსეთი), სანტიაგო ასკასიბარი (შტუტგარტი, გერმანია), რიდრიგო ბატალია (სპორტინგი, პორტუგალია), გონსალო მარტინესი (რივერ პლეიტი), ჯოვანი ლო სელსო (პსჟ, საფრნაგეთი), ფრანკო ჩერვი (ბენფიკა, პორტუგალია), მაქსიმილიანო მესა (ინდეპენდიენტე), მატიას ვარგასი (ველესი), ფრანკო ვასკესი (სევილია, ესპანეთი), ეზეკიელ პალასიოსი (რივერ პლეიტი)

თავდამსხმელები: ანხელ კორეა (ატლეტიკო, ესპანეთი), ლაუტარო მარტინესი (ინტერი, იტალია), მაურო იკარდი (ინტერი, იტალია), ჯოვანი სიმეონე (ფიორენტინა, იტალია), კრისტიან პავონი (ბოკა ხუნიორსი), პაულო დიბალა (იუვენტუსი, იტალია).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111703