ფეხბურთი

23:20 | 17.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: "ნაპოლიმ" ოსპინა დაიმატა

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების და ლონდონის "არსენალის" მეკარე დავიდ ოსპინა მომდევნო სეზონს იჯარის წესით "ნაპოლიში" გაატარებს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ტვიტერის გვერდმა გაავრცელა. ნეაპოლელებს შემდეგ წელს გამოსყიდვის უფლება ექნებათ და თუ იტალიის ჩემპიონატს მოიგებენ სამხრეთამერიკელის ტრანსფერი სავალდებულო გახდება.

ოსპინა "არსენალში" 2014 წელს "ნიცადან" გადავიდა. ბოლო ოთხი სეზონის განმავლობაში ინგლისური გუნდის მაისურით დავიდმა 70 მატჩი ჩაატარა, 76 გოლი გაუშვა და 27 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. ოსპინას სატრანსფერო ღირებულება ხუთი მილიონი ევროა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122673