ფეხბურთი

23:45 | 17.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

კემპბელის კარიერა "არსენალში" დასრულდა

კოსტა რიკის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე ლონდონის "არსენალის" ყოფილი შემტევი ჟოელ კემპბელი კარიერას "ფროზინონეში" გააგრძელებს. როგორც იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 26 წლის ფეხბურთელი გუნდში 2021 წლის ივლისამდე დარჩება.

კემპბელი "არსენალმა" 2011 წელს კოსტარიკული "საპრისადან" დაიმატა და მას შემდეგ "ლორიენში", "ბეტისში", "ოლიმპიაკოსში", "ვილიარეალსა" და "სპორტინგში" ყავდა განათხოვრებული.

"მეთოფეთა რიგებში კემპბელმა მხოლოდ 2014/15 წლების ნახევარი სეზონი და 2015/16 წლების სეზონი გაატარა. "არსენალის" მაისურით ჟოელმა მხოლოდ 40 მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა ოთხი გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.112599