კოტდივუარის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ჰებეი ჩაინა ფორჩუნის" თავდამსხმელი ჟერვინიო კარიერას "პარმაში" გააგრძელებს. აღნიშნული ინფორმაცია იტალიური კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა. აფრიკელი მოთამაშე "პარმაში" მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში ითამაშებს.
ჟერვინიოსთვის იტალიური ფეხბურთი უცხო არაა, რადგან "რომაში" 2013-16 წლებში თამაშობდა და შემდეგ ჩინეთში განაგრძო ასპარეზობა. აფრიკელს ასევე უთამაშია ლონდონის "არსენალის", "ლილის", "ლე მანის" და "ბევერენის" რიგებში.