პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მწვრთნელი პაულუ ბენტუ სამხრეთ კორეის ეროვნულ გუნდს 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულებამდე გაწვრთნის. აღნიშნული ინფორმაცია კორეის ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა.
ბენტუმ სამწვრთნელო კარიერა "სპორტინგის" ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო და შემდეგ პირველ გუნდს, პორტუგალიის ნაკრებს, "კრუზეიროს", "ოლიმპიაკოსს" და ჩინურ "ლიფანს" წვრთნიდა. კორეას კი ბოლო ერთი წლის განმავლობაში სინ ტე იონი ხელმძღვანელობდა, რომლის გუნდმაც მსოფლიოს ჩემპიონატზე გერმანია 2:0 დაამარცხა და საბოლოოდ ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.