იტალიურმა “მილანმა” ორი ფეხბურთელი დაიმატა. დიეგო ლაქსალტი და სამუელ კასტილიეხო უკვე “როსონერის” რიგებში ირიცხებიან. აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ურუგვაის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის შეძენა “შავ-წითლებს” 18 მილიონი ევრო დაუჯდათ.
“ჯენოას” 25 წლის ნახევარმცველმა გასულ სეზონს 34 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის გატანა მოახერხა, რაც შეეხება კასტილეხოს, მის ანგარიშზე 30 მატჩი, 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.