იტალიის ჩემპიონი ტურინის “იუვენტუსი” ჯანლუიჯი ბუფონის შემდეგ კიდევ ერთმა თილისმამ და სიმბოლომ დატოვა. როგორც “ბებერი ქალბატონის” ვებგვერდი იტყობინება, კლაუდიო მარკიზიო გუნდში აღარ ირიცხება.
მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხელშეკრულება ვადაზე ორი წლით ადრე გაწყდა და შესაბამისად, 32 წლის ნახევარმცველი თავისუფალი აგენტია.
“დაუვიწყარი შავ-თეთრი 25 წელი კლაუდიო მარკიზიოსთვის დასრულებულია. მადლობა ყველაფრისთვის! შენ მუდამ შავ-თეთრად დარჩები!”, - წერს ტურინული გრანდის საიტი.
“ათასი ფიქრი და სურათი მთელი ღამის განმავლობაში. ვერაფერი შეაჩერებს ამ სურათს და ზოლს, რომელიც დაიწერა ამ დროის განმავლობაში, როგორც კაცის, ისე ფეხბურთელის რანგში. მიყვარს ეს მაისური მიუხედავად ყველაფრისა და დარწმუნებული ვარ გუნდი ყოველთვის პირველ ადგილზე დგას. ეს ურთულესი დღეა ჩემთვის. ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს და განსაკუთრებულად მივესალმებით ერთმანეთს”, - დაწერა სოციალურ ქსელში მარკიზიომ.
კლაუდიო მარკიზიო “იუვენტუსის” აკადემიის აღზრდილია. პირველად ის ამ გუნდში 1993 წელს გამოჩნდა და 2006 წელს უკვე მთავარ გუნდში ჰქონდა დებიუტი. ერთადერთი გამონაკლისი, როდესაც მარკიზიო “იუვეს” მაისურით არ თამაშობდა, 2007-2008 წლების სეზონი იყო, როცა იჯარით “ემპოლიში” ირიცხებოდა.
მთლიანობაში მარკიზიომ “ბიანკონერის” რიგებში 389 შეხვედრა ჩაატარა და 37 გოლი გაიტანა. 7-ჯერ მოიგო სკუდეტო, 4-ჯერ იტალიის თასი, სამჯერ იტალიის სუპერთასი, ხოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა.
კლაუდიო მარკიზიო “იუვენტუსში” “პრინცის” მეტსახელით სარგებლობდა, თუმცა ტურინში “პრინცი” სათანადადოდ ვერ დააფასეს. ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს კარიერას იტალიელი ფეხბურთელი.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ადმინ მალე გამოაცხვე რა სტატია
მაინტერესებს ფორუმელების აზრი პირველ თამაშზე
ისადა ჯადოქარს სითხე გამოელია თუ რა მაფიააა?

სად იყო მაგის სამ ქულიანები მაყად რო ისროდა რეგულარულში ყველა წერტილიდან
ფსიქოლოგიური უპირატესობა მოიპოვა ოკლამ. დურანტულამ და რასელამ თუ თავისი თამაში აჩვენეს შემდეგიც რო მოიგოს გასვლაზე არ გამიკვირდება
ესაა სულ გოლდენი კაცო?

იმის ფონზე რო რასი მთელი 3 ტაიმი სად იყო თითონაც არ იცოდა არც დურანტულას მოუწყვეტია ზვეზდოჩკები მაინც წააგეს....რასაც დღეს უყურე იმის გათვალისწინებით რო შეაკვდებიან ერთმანეთს ამ გუნდებს კავალერიასთან შანსი არა აქვთ...
რასელს აუდგა და ოკლა წინაა. დურანტულას ველი შემდეგ თამაშში
კავალერიამ თუ კიდევ 4-0 მოიგო მართლა საღოლ... და სავარაუდოდ გოლდენ-ოკლას გამარჯვებულსაც მოუგებენ.. ისინი დიდი ალბათობით მინიმუმ 6 თამაშს ითამაშებენ და დალურჯებულები და დაღლილები შეხვდებიან მეფის სასტავს
4-0 ან მაქსიმუმ 1 ხელი წაართვას კავალერიას ტორონტომ
ეგრეა