"მარსელის" აწ უკვე ყოფილი შემტევი ნახევარმცველი რემი კაბელია "სენტ ეტიენში" მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში იასპარეზებს. აღნიშნული ინფორმაცია ფრანგული კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
კაბელია "სენტ ეტიენში" "მარსელიდან" გასულ სეზონში იჯარის წესით თამაშობდა და 27 შეხვედრაში თავი შვიდი გოლით და შვიდი საგოლე გადაცემით გამოიჩინა. რემის ასევე უთამაშია "მონპელიეს" და "ნიუკასლის" რიგებში. შემტევის სატრანსფერო ღირებულება ცხრა მილიონი ევროა.