ფეხბურთი

20:58 | 16.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეკდალი "სამპდორიაში" ითამაშებს

შვედეთის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე "ჰამბურგის" ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი ალბინ ეკდალი კარიერას "სამპდორიაში" გააგრძელებს. როგორც იტალიური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სკანდინავიელი ახალ გუნდში 2021 წლამდე დარჩება. ტრანსფერი გენუელებს 2.2 მილიონი ევრო დაუჯდათ.

ეკდალისთვის იტალიური ფეხბურთი უცხო არაა, რადგან "კალიარის". "სიენას", "ბოლონიას" და "იუვენტუსის" რიგებში უთამაშია. გერმანიაში ალბინი 2015 წელს გადავიდა და ბოლო სამ სეზონში "ჰამბურგის" მაისურით ჩატარებულ 57 მატჩში ერთი გოლი გაიტანა. ეკდალი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ასპარეზეობდა და ხუთ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115046