ფეხბურთი

18:15 | 16.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" მიზანში ალონსო ამოიღო

მადრიდის “რეალი” ლონდონის “ჩელსის” მარცხენა მცველ მარკოს ალონსოს ეპატიჟება. The Guardian-ის ინფორმაციით, “სამეფო კლუბი” მზადაა 27 წლის ესპანელი “სანტიაგო ბერნაბეუზე” დააბრუნოს და ინგლისური მხარისთვის კონკრეტულ წინადადებასაც ამზადებს.

აღსანიშნავია, რომ ალონსო “რეალში” უკვე თამაშობდა: 1999-2008 წლებში აკადემიაში ირიცხებოდა, ხოლო 2010 წელს მთავარ გუნდში 1 მატჩი ჩაატარა და საბოლოოდ მადრიდი დატოვა. ამის შემდეგ ალონსომ “ბოლტონის”, “სანდერლენდისა” და “ფიორენტინას” რიგებში მოასწრო თამაში.

2016 წელს ის “ჩელსიში” 27 მილიონ ევროდ გადავიდა და “სტემფორდ ბრიჯზე” თავი დაიმკვიდრა. განვლილ ორ სეზონში ესპანელი მცველის აქტივში 65 მატჩი და 13 გოლია. საინტერესოა, რომ თუ “ჩელსი” ალონსოს გაასხვისებს, მის შემცვლელს იანვრამდე ვერ იყიდის, რადგან სატრანსფერო ფანჯარა ინგლისში უკვე დაიხურა.

0.110269