ფეხბურთი

17:42 | 16.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

კევინ დე ბრუინის დაბრუნების თარიღი ცნობილია

“მანჩესტერ სიტის” ნახევარმცველ კევინ დე ბრუინის ტრავმა იმდენად მძიმე არ გამოდგა, როგორც ვარაუდობნენ. 27 წლის ფეხბურთელს ცნობილ ქირურგ რამონ კუგატთან სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა, რის შემდგომაც დადგინდა, რომ მოედანს ოქტომბერში დაუბრუნდება.

თავდაპირველი ინფორმაციით კი, დე ბრუინის მტკივანი მუხლის მკურნალობა მინიმუმ სამი თვე უნდა გაგრძელებულიყო.

შეგახსენებთ, რომ დე ბრუინმა ტრავმა ვარჯიშზე მიიღო. ბელგიელს იგივე დაზიანება 2016 წელსაც ჰქონდა და მაშინ მხოლოდ 12 მატჩის ჩატარება მოასწრო მთელ სეზონში.

0.157944