2013. საქართველო-სერბეთი 75:71. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თავის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი გუნდი დაამარცხა - სერბები სამგზის ევროპის (1995, 1997, 2001) და ორგზის მსოფლიოს (1998, 2002) ჩემპიონები არიან.
მნიშვნელოვანი ფაქტები
1891. შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციის თასის გათამაშებაში “კლაიდმა” “ვეილი” 10:3 დაამარცხა. მაშინ ტურნირის ისტორიაში პირველად მოხდა მატჩში ერთი გუნდის მიერ ტაბლოზე ორნიშნა რიცხვის გამოსახვა.
1924. ქალთა შორის ჩოგბურთში აშშ-ის ღია პირველობის 38-ე გათამაშების ფინალში ამერიკელმა ელენ უილს მუდმა თანამემამულე მოლა მელორის 6:1, 6:3 სძლია და ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1931. სკოლის მოსწავლე ჯონ ატკინსონმა “ბოლტონ უონდერერზთან” პროფესიული კონტრაქტი გააფორმა. იგი 1949 წლამდე იცავდა ბოლტონელთა ღირსებას და გუნდის რიგებში სამასამდე ოფიციალური შეხვედრა ჩაატარა.
1936. ბერლინში თანამედროვეობის მეთერთმეტე ოლიმპიური თამაშები საზეიმოდ დაიხურა. მასში მონაწილეობა 49 ქვეყნის 3936 სპორტსმენმა მიიღო. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველა ადგილზე გერმანიის ნაკრები გავიდა (33 ოქრო, 26 ვერცხლი, 30 ბრინჯაო). მეორე საფეხურზე ამერიკელი ათლეტები აღმოჩნდნენ (24, 20, 12), ხოლო მესამე პოზიცია იტალიის წარგზავნილებს ხვდათ წილად (8, 9, 5). ბერლინის ოლიმპიადის მსვლელობისას ამერიკელმა მძლეოსანმა ჯესი ოუენსმა ოქროს ოთხი მედალი მოიპოვა.
1981. ამერიკელმა მოცურავე მერი ტერტიჯმა 100 მეტრზე ბატერფლაის სტილით გაცურვაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (57,93).
1988. ამერიკელმა მძლეოსანმა ბაჩ რეინოლდსმა 400 მეტრზე სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (43,29).
1989. ამერიკელმა მძლეოსანმა როჯერ კინგდომმა ციურიხში მიმდინარე შეჯიბრებაზე 110 მეტრზე თარბრჯენით სირბილში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (12,92).
1992. ამერიკელმა მძლეოსანმა მოზეს კიპტანაუმ სამ კილომეტრზე რბენაში მსოფლიოს რეკორდი დაამყარა (7:28,96).
1992. პირველი ოფიციალური მატჩი ჩაატარა რუსეთის საფეხბურთო ნაკრებმა. მოსკოვის “ლოკომოტივის” სტადიონზე რუდებმა მექსიკის ეროვნულ გუნდს 2:0 სძლიეს. მატჩში მონაწილეობა ომარ თეთრაძემაც მიიღო.
1997. ჰოკეის ეროვნული ასოციაციის ჩემპიონისთვის განკუთვნილმა “სტენლის თასმა” მეორედ დატოვა ჩრდილო ამერიკის ტერიტორია. საპატიო პრიზი ამჯერად რუსეთში ჩაიტანეს.
2000. საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ირანის ეროვნულ გუნდთან ტესტ-მატჩი 1:2 წააგო. ქართველთაგან გოლი მიხეილ ყაველაშვილმა გაიტანა. თეირანის “არადის” სტადიონზე თამაშს 20 ათასი მაყურებელი დაესწრო. საქართველო: გრიშიკაშვილი (გვარამაძე), ქემოკლიძე (კვარაცხელია), თოდუა, სიჭინავა, წერეთელი (მენთეშაშვილი), კობიაშვილი, ნემსაძე, ჯამარაული, ქეცბაია, ყაველაშვილი, შოთა არველაძე (სილაგაძე). ნაკრებს დავით ყიფიანი და რევაზ ძოძუაშვილი წვრთნიდნენ.
2006. ევროპის 2008 წლის პირველობის შესარჩევი ტურნირის მატჩში, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა სტუმრად ფარერის კუნძულების მკვიდრთა გუნდი დაამარცხა (6:0).
2007. უეფას თასის გათამაშების მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში, თბილისის “დინამომ” მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვენის “რაპიდთან” წააგო (0:3).
2008. პეკინის ოლიმპიადის მამაკაც კალათბურთელთა ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე აშშ-ის ნაკრებმა მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს ესპანეთს 119:82 მოუგო.
2008. რაგბის “სამი ერის” ეგიდით ჩატარებულ მატჩში ახალმა ზელანდიამ კეიპტაუნში სამხრეთ აფრიკის ნაკრებს 19:0 მოუგო. სამხრეთ აფრიკელი პერსი მონტგომერი მეცხრე მორაგბე გახდა, რომელმაც ეროვნული ნაკრების ღირსება მეასედ დაიცვა.
2009. ბერლინში მიმდინარე მძლეოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 100 მეტრზე რბენის ფინალი იამაიკელმა უსეინ ბოლტმა ახალი მსოფლიოს რეკორდით, 9.58 წამი, მოიგო. ბოლტმა საკუთარივე რეკორდი 0.11 წამით გააუმჯობესა, რაც გარბენთა ელექტრონული აღრიცხვის შემოღების შემდეგ ყველაზე დიდი სხვაობაა 2 რეკორდს შორის.
2013. საქართველო-სერბეთი 75:71. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა თავის ისტორიაში ყველაზე ტიტულოვანი გუნდი დაამარცხა - სერბები სამგზის ევროპის (1995, 1997, 2001) და ორგზის მსოფლიოს(1998, 2002) ჩემპიონები არიან.
ამ დღეს დაიბადნენ
1862. ამოს ალონსო სტეგი. ითვლება საფეხბურთო წესების შემომღებად.
1912. ტედ დრეიკი (ედვარდ ჯოზეფ “ტედ” ბრეიკი). ინგლისის ნაკრების, “საუთჰემპტონისა” (1931-34) და “არსენალის” (1934-45) ცენტრფორვარდი. 1935 წელს, “არსენალმა” ბირმინგემის “ასტონ ვილას” 7:1 მოუგო (მატჩი ბირმინგემში ჩატარდა) და შვიდივე გოლი დრეიკის ანგარიშზეა. იმ სეზონში მან 41 მატჩში 42 გოლის გატანა მოახერხა. დრეიკი ინგლისის ორგზის ჩემპიონი (1935, 1938) და ასოციაციის თასის მფლობელია (1936). სულ კი, 238 საჩემპიონატო შეხვედრაში 173 გოლი გაიტანა. ინგლისის ნაკრებში ჩაატარა 5 მატჩი, გაიტანა 6 გოლი. წვრთნიდა ლონდონურ კლუბებს “ჩელსისა” (1952-61) და “ფულემს.” 1955 წელს “ჩელსიმ” თავის ისტორიაში პირველად, ინგლისის ჩემპიონობა სწორედ დრეიკის მეთაურობით მოიპოვა. ტედ ბრეიკი 1995 წელს გარდაიცვალა.
1914. ტულიო პანდოლფინი. იტალიელი წყალბურთელი. 1948 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1928. ლევან სანაძე. ქართველი მძლეოსანი. ჰელსინკის 1952 წლის ოლიმპიადაზე 100 მეტრზეესტაფეტითრბენაში მოიპოვა ვერცხლის მედალი. გუნდში სანაძესთან ერთად ტოკარევი, კალიაევიდასუხარევიგამოდიოდნენ. სანაძე 1950 წელს იმავე დისციპლინაში ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო 1954 წელსბრინჯაოსმედალი მოიპოვა.
1929. ჰელმუტ რანი. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, ესენის “როტ ვაისის”, “კიოლნის” ფორვარდი. მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონი. შვეიცარიის მუნდიალზე ჩაატარა 4 მატჩი, გაიტანა 4 გოლი. დასავლეთ გერმანიის ნაკრებში ჩაატარა 40 მატჩი, გაიტანა 21 გოლი. გერმანიის ჩემპიონი და თასის მფლობელი.
1930. მერიონ ტრაბერტი. ამერიკელი ჩოგბურთელი. 1953 წელს მოიგო აშშ-ის ღია პირველობა, ხოლო 1955-ში უიმბლდონის ერთეულთა ტურნირი.
1938. ანდრეას ბალცი. უნგრელი მძლეოსანი. თანამედროვე ათჭიდში 1972 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1942. ალევტინა სმირნოვა. საბჭოთა მოთხილამურე ქალი. 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. იაპონიის ქალაქ საპოროს 1972 წლის ზამთრის ოლიმპიადის ჩემპიონი.
1947. გენადი ციგანკოვი. ჰოკეიში ორგზის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი.
1955. პოლ დარკინი. ინგლისელი საფეხბურთო არბიტრი. პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მსაჯი.
1963. ალოიზიო. ბრაზილიის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში 1988 წლის თამაშების ფინალისტი. ამპლუით მცველი საკლუბო დონეზე გამოდიოდა “პორტოსა” და “ბარსელონაში”. მოგებული აქვს თასების თასი და ესპანეთის სამეფო თასი. პორტუგალიის შვიდგზის ჩემპიონი და თასის ხუთგზის მფლობელი. რვაჯერ დაეუფლა პორტუგალიის სუპერთასს.
1966. როუზი ედეჰი. დიდი ბრიტანელი მძლეოსანი. 400 მეტრზე თარბრჯენით რბენაში 1992 და 1996 წლების ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა ბრინჯაოს მედლები.
1968. დმიტრი ხარინი. საბჭოთა კავშირის, დსთ-ის და რუსეთის ნაკრებების, მოსკოვის “ტორპედოს”, “დინამოს” და ცსკას, ლონდონის “ჩელსის” და გლაზგოს “სელტიკის” მეკარე. 1988 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი. “ჩელსის” შემადგენლობაში მოგებული აქვს თასების თასი და ევროპის სუპერთასი. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და თასის მფლობელი. ინგლისის საფეხბურთო ასოციაციისა და ლიგის თასების მფლობელი. შოტლანდიის ორგზის ჩემპიონი. მოპოვებული აქვს შოტლანდიის საფეხბურთო ასოციაციისა და ლიგის თასები.
1969. ანდრეი მინევსკი. ხელბურთში ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი.
1974. კრისტინა ეგერშეგი. უნგრელი მოცურავე. 1988 წლის ოლიმპიადაზე თამაშების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოცურავე გახდა, რომელმაც ჩემპიონის ტიტულის მოპოვება მოახერხა. ბარსელონას 1992 წლის ოლიმპიადაზე ეგერშეგიმ ერთბაშად სამი ოქროს მედალი მოიპოვა, რასაც ატლანტას თამაშებზე უმაღლესი სინჯის კიდევ ერთი მედალი მიამატა. კრისტინა ეგერშეგი გამოდიოდა 100 და 200 მეტრ დისტანციაზე.
1974. რაიმკულ მალახბეკოვი. მოყვარულ მოკრივეთა შორის 1995 და 1997 წლებში მოიპოვა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. 2000 წლის ოლიმპიური ვერცხლის მფლობელი. ევროპის 1993 წლის ჩემპიონი.
1975. ემზარ ბედინეიშვილი. თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის (69 და 74 კგ წონითი კატეგორია) ევროპის 2000 წლის ჩემპიონი. კონტინენტის 1999 და 2003 წლების პირველობების ბრინჯაოს მედლების მფლობელი. 2000 და 2004 წლების ოლიმპიადების მონაწილე. 2002 წლიდან ასპარეზობდა საბერძნეთის სახელით (ემზარიოს ბეტანიდისი).
ამ დღეს გარდაიცვალნენ
1940. ანრი დეგრანჟი. ფრანგი ველომრბოლელი. გარდაიცვალა 75 წლის ასაკში. სწორედ მან ჩაუყარა საფუძველი “ტურ დე ფრანსს”.
1975. ვლადიმირ კუცი. საბჭოთა მძლეოსანი. მელბურნის 1956 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მოიგო 5 და 10 კმ გარბენი. 1956 და 1957 წლებში აღიარეს პლანეტის საუკეთესო სპორტსმენად.