თბილისის “დინამომ” ლევან შენგელია გაიფორმა. როგორც დედაქალაქური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, 22 წლის ფეხბურთელთან ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა და 27-ნომრიანი მაისური მოირგო.
შენგელია ბოლო სამი სეზონის განმავლობაში ბელგიურ “ტუბიცეში” ირჯებოდა, საიდანაც 6 თვით სამხრეთ კორეულ “დაჯეონ სიტიზენში” იყო განათხოვრებული.
შენგელიას ასევე უთამაშია ფოთის “კოლხეთსა” და ქუთაისის “ტორპედოში”. სხვა და სხვა პერიოდში კი საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების წევრიც გახლდათ.