ფეხბურთი

15:41 | 15.08.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ტორპედო" და "კუკეში": ისევ უსაფუძვლო ბრალდებები

საქართველოს ჩემპიონი ქუთაისის "ტორპედო" ალბანური "კუკეშის" მორიგ და დაუსრულებელ ბრალდებებს ოფიციალური განცხადებით პასუხობს. იმერული გუნდის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

1. ისევ უსაფუძვლო ბრალდებები – ამჯერად უკვე ალბანეთში სტუმრად ჩასული კლუბის მიმართ...
2. არფანგ დაფესა და გლეოფილო ვლიტერის მოწესრიგებულად და დიდი ხნის წინ წარდგენილ ვიზებზე სრული იგნორი...

ამ ყველაფრის შემდეგ "კუკესისა" და "ტორპედოს" მატჩი ალბანეთში უეფას უსაფრთხოების ოფიცრის თანდასწრებით ჩაივლის. იგი აუცილებლად გააკონტროლებს მასპინძელი კლუბის მხრიდან უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის საკითხებს ძალიან მკაცრად, ისევე, როგორც უეფას დელეგატი გააკონტროლებს ალბანელების მასპინძლობის თემებს, რისთვისაც უეფას დიდ მადლობას ვუხდით.

ამასობაში მატჩისწინა დღე... გუნდი აგრძელებს თავდაუზოგავ შრომას გულშემატკივრის გასახარად...
მადლობა იმ თანადგომისთვის, რომელსაც მთელი ამ დღეების განმავლობაში კლუბი თქვენგან გრძნობს.
ხვალ კი... საქართველოსთვის!", - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ "კუკეშმა" "ტორპედო" ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ, თბილისში გამოგზავრების დროს დაადანაშაულა. ამჯერად კი, კლუბის პრეზიდენტი საფეტ გიჩი უეფას მოუწოდებს, რომ "ტორპედო" სამართლიანი თამაშის პრინციპის დარღვევისთვის დასაჯოს.

აქვე გეტყვით, რომ ამ გუნდებს შორის საპასუხო შეხვედრა 16 აგვისტოს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

0.111994