სარეკლამო ადგილი - 12
X x X
ფეხბურთი

13:40 | 15.08.2018 | ნანახია 1914 - ჯერ

მადრიდული სუპერთასი

დღეს, 2018-2019 წლების სეზონის ევროსარბიელზე პირველი ტიტული გათამაშდება – ევროპის სუპერთასი. ტალინში, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული “რეალი” ევროპა ლიგის ტრიუმფატორ “ატლეტიკოს” დაუპირისპირდება.

თავიდან იმას გეტყვით, რომ ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპის სუპერთასს ერთი ქალაქის გუნდები გაითამაშებენ. ორივე გუნდისთვის ახალი სეზონი სწორედ დღეს იქნება და როგორ ფორმაში არიან, ამაზე საუბარი ძნელია. ისე კი, მოსამზადებელ ეტაპზე “რეალმა” 4 შეხვედრა ჩაატარა და სამი მოიგო. მოუგო რა, “იუვენტუსს”, “რომასა” და “მილანს”, ხოლო იქამდე “მანჩესტერთან” დამარცხდა.

თავის მხრივ, “ატლეტიკომ” ოდენ “კალიარი” დაამარცხდა, “ინტერთან” და პსჟ-სთან დამარცხდა და “შტუტგარტსა” და “არსენალთან” ფრეს გამორჩა. კიდევ ერთი ინტრიგა: მადრიდის “რეალი” კრიშტიანუ რონალდუს გარეშე. საინტერესოა, როგორი იქნება ახალი ფორმაციის “სამეფო კლუბი”. დღესვე დებიუტი ექნება ხულენ ლოპეტეგის, რომლის დანიშვნას დიდი გამოხმაურება და სკანდალიც მოჰყვა (ესპანეთის ნაკრებიდან დათხოვნა).

“რეალი” და “ატლეტიკო” ესპანურ ასპარეზზე ბევრჯერ შეხვედრილან ერთმანეთს. თუმცა, არც ევროტურნირებზე გვაქვს მათი დაპირისპირებების ნაკლებობა. 9 მატჩიდან “რეალმა” 5 მოიგო, 2 წააგო და ორჯერაც ფრე დაფიქსირდა. განსაკუთრებით გამოსარჩევია 2014 და 2016 წლებში, ჩემპიონთა ლიგის ფინალები. ორივე შემთხვევაში თასი “რეალს” დარჩა, რომელმაც მტერი ჯერ დამატებით დროში, მერე კი პენალტების სერიაში დაამარცხა.

ხულენ ლოპეტეგი (“რეალის” მთავარი მწვრთნელი): “რა თქმა უნდა, გამაჯვება გვსურს და ამისთვის მზად ვართ. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შესაძლებელი იქნება, რადგან შესანიშნავი გუნდის წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ. “ატლეტიკო” დიდი გუნდია, რომელსაც ფანტასტიკური მწვრთნელი და ფეხბურთელები ჰყავს. რაც მთავარია, წლებია სწორი მიმართულებით მიდის. რთული თამაში იქნება, როგორც ფიზიკურად, ისე ტაქტიკურად. ეს ფინალია საუკეთესო ერთი იქნება. ყურადღებით უნდა ვითამაშოთ და გავაკეთოთ ყველაფერი “ატლეტიკოს” დასამარცხებლად”.

დიეგო სიმეონე (“ატლეტიკოს” მთავარი მწვრთნელი): “გვინდა, რომ გასული სეზონის შედეგი გავაუმჯობესოთ. “რეალს” ჩვენგან გასნხვავებული სტილი აქვს და ბურთის კონტროლი უყვარს. ლოპეტეგის იგივე ფილოსოფია ჰქონდა ესპანეთის ნაკრებშიც. ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციების კონტროლი იქნება. ჩემი გუნდი მზადაა სათამაშოდ”.

სავარაუდო შემადგენლობა:

ტალინი, “ლე კოკ სთედიუმი”

15 აგვისტო, 23:00 საათი

“რეალი” (4-3-3): ნავასი; კარვახალი, რამოსი, ვარანი, მარსელო; კაზემირო, კროოსი, ისკო; ბეილი, ბენზემა, ასენსიო

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

“ატლეტიკო” (4-3-3): ობლაკი; ხუანფრანი, გოდინი, ხიმენესი, ფილიპე ლუისი; კოკე, საული, როდრიგო; ლემარი, გრიზმანი, დიეგო კოშტა

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

მსაჯი: შიმონ მარჩინაკი (პოლონეთი)

იცით თუ არა, რომ...

"რეალს" შანსი აქვს გახდეს პირველი გუნდი ისტორიაში, რომელიც ზედიზედ სამჯერ მოიგებს ევროპის სუპერთასს. თავის მხრივ, "ატლეტიკოს" ამ თასისთვის ორჯერ აქვს ნათამაშები და ორჯერვე გამარჯვება მოიპოვა.

Loading...

კომენტარები (38)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
01:53 | 16.08.2018
ani-federer 20 (5973)

პრემიერლიგა ჯობია ლა ლიგას საყურებლად, სოფლის სტადიონები აქ ზოგ გუნდს მანდ კაი თამაშიც რო იყოს ვერ უყურებ დონით აღემატება

01:52 | 16.08.2018
ani-federer 20 (5973)

გაასაზიზღრეს რეალის დაცვა

01:32 | 16.08.2018
mjgiri (3973)

წავიდა რონალდუ და ატლეტიკომ შვრა

01:21 | 16.08.2018
O. Mertskhali (3331)

ყველაფერი საკმაოდ მარტივადაა: ინგლისს, უფრო სწორად დიდ ბრიტანეთს, აქვს მეტი ფული და ზოგადად დივიდენდები ამ პლანეტაზე.. აქ გასათვალისწინებელია ამერიკის ფაქტორი და ისიც რომ დღეს საერთაშორისო ენა (გაგიკვირდებათ და DDDD) ი ნ გ ლ ი ს უ რ ი ა - შემთხვევითი არც, ინგლისის ევროკავშირიდან გამოსვლაა, რა თქმა უნდა..
არ გამიკვირდება, მალე, ინგლისის ჩემპიონატი, "მსოფლიოს ლიგა" ან "ევროპის ლიგა" რომ გახდეს.. ისე როგორც ნბა არის "მსოფლიო ლიგა" კალათბურთში და რა თქმა უნდა, ეს იმიტომ არ ხდება, რომ იმათ მაგარი ორგანიზებულობა აქვთ - უბრალოდ, იქ უფრო მსუყე ბაზარია

00:30 | 16.08.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

ესპანური ფეხბურთის დომინაცია რო გენიალურ შედეგებს აღწევს ბევრი ლაპარაკი არც ამას უნდა ყველგან ესენი არიან გამარჯვებულები.ობიექტურად ჩემპიონატის დონეს განსაზღვრავს ევრო ტურნირზე ნაჩვენები შედეგი ხოდა ესპანური ფეხბურთინრო მწვერვალზეა რათ უნდა ლაპარაკი

00:10 | 16.08.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

სანახაობრივი თვალსაზრისით რაც გულშემატკივრისთვის უფრო მნიშვნელოვანი უნდა იყოს ვიდრე კომერციული მხარე მე ასე დავალაგებ 1 ლალიგა2პრემიერლიგა3სერია4ბუნდესლიგა.მე ყველაზე მეტს რა თქმა უნდა პრემიერლიგას ვუყურებ მაგრამ რეალის ბარსას სევილიას სელტას და მსგავსი შემტევი გუნდების თამაშის ხილვა ყოველთვის მაგარია.სერია ა ში ძალიან ძალიან მაგარი თამაშები ხშირად ლაციო ნაპოლი რომას თამაშის ყურებისას ვერ მოიწყენ იუვენტუსი თავისთავად საინტერესოა.აი ბუნდესლიგის დიდი მოყვარული არ ვარ რაღაც ვერ ვამუღამებ დორტმუნდი და ბაიერნი რაც ობამა წავიდა ბევრი აღარც დორტმუნდი მატჩები მინახავს

00:04 | 16.08.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

ლა ლიგა დღეს უფრო ძლიერია ვიდრე პრემიერლიგა ეს ასეა.მაგრამ ვისაც ინგლისი ისევ ის ცხენბურთი და რამე ამის მსგავსი გონია ძალიან ცდება.მცირე ჩავარდნის მერე ინგლისი ისევ პროგრესირებს.ჩემთვის გაუგებარია სანახაობრივი თვალსაზრისით შარშან სიტის და ლივეპულის თამაშებინროგორ უნდა დაიწუნო და საერთოდ ცხენბურთი და მსგავსი სისულელე უწოდო.არსენალიც ტოტენჰემიც და სხვა ბევრი გუნდიც მშვენიერ ფეხბურთს თამაშობს.მთავარი მოედანზე რა ხდება ისაა და არა მენეჯმენტი ტრანსლაცია და ასე შემდეგ.ლა ლიგა დღეს უპირობოდ არის პირველი მაგრამ დარწმუნებული ვარ რო დროის საკითხია ინგლისი ტახტზე დაბრუნების

00:01 | 16.08.2018
ბნელი ღრუზინი - დაწექით პუტანკებო, მეც მიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი მგონი (917)

და კიდევ არც ვილიარეალი, არც ვალენსია, არც სელტა, არც ბილბაო და კიდევ სხვებიც არ თამაშობენ ნაკლებად სანახაობრივ ფეხბურთს, ვიდრე იგივე ევერტონი, ან უოტფორდი, ან ბარნლი და კიდევ სხვები, უფრო პირიქით ალბათ...
და თუ ახსნაზეა, იმასაც აქვს ახსნა,რატომაც არის უფრო ყურებადი ინგლისი. მე ვფიქრობ ამის ერთერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ ინგლისში ტრიბუნები მინდორთან ძალიან ახლოსაა და შესაბამისად კამერებიც და ეს იძლევა სულ სხვანაერ ეფექტს და აღქმას თამაშის რიტმის და ტემპის და დარწმუნებული ვარ ასე რო იყოს ესპანეთშიც ძაან ბევრ მაყურებელს აახეცდა ინგლისს...

23:41 | 15.08.2018
ბნელი ღრუზინი - დაწექით პუტანკებო, მეც მიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი მგონი (917)

ახსნადი ყველაფერია, მაგრამ ახსნა არ ცვლის ფაქტს. ზუსტად ამიტომაცაა ძაან ხშირ შემთხვევაში კიზეზბს რო არ კითხულობენ, მიზეზები ულევია...

23:44 | 15.08.2018
ბნელი ღრუზინი - დაწექით პუტანკებო, მეც მიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი მგონი (917)

არსებობს ორი ფაქტი - 1) ინგლისი უფრო მაგარ ორგანიზებას აკეთებს და 2) ესპანეთის ყველა ეშელონის გუნდი ჯობია ფეხბურთის თამაშში ინგლისის ყველა ეშელონის გუნდს ყველა საერთაშორისო ნებისმიერი დონის ტურნირზე....
ეს ორივე ფაქტი დიდი ალბათობით დროებითია და ორივე ადრე თუ გვიან შეიცვლება და მერე მაგასაც ექნება თავის ახსნა, რომელიც ასევე ვერ შეცვლის მერე იმ ფაქტებს...

23:58 | 15.08.2018
mjgiri (3973)

ვნახავთ წელს

00:04 | 16.08.2018
ბნელი ღრუზინი - დაწექით პუტანკებო, მეც მიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი მგონი (917)

რაც არ უნდა ვნახოთ წელს, ის ვერ შეცვლის ბოლო 10 წელს და ამ პერიოდის ჭრილში ფაქტი მაინც ასეთი იქნება...

23:26 | 15.08.2018
mjgiri (3973)

ესპანეთის პლიუსი მაგალითად ისაა,რომ პატარა კლუბებში ფეხბურთელებს ნაკლები კონკურენცია აქვთ,ამიტომ უფრო ადვილად გადიან ახალი ფეხბურთელები ძირითადში და მეტი შანსი აქვთ ძლიერ ფეხბურთელად ჩამოყალიბების.
იგივე ეხება მწვრთნელებსაც..გვარდიოლა,მოურინიო,კლოპი და ბევრი სხვა,მუშაობენ ინგლისში.ესენი არიან უკვე ჩამოყალიბებული მწვრთნელები,ჩამოყალიბებული იდეებით.ხოლო ესპანეთში მეტი გასაქანი აქვთ ახალგაზრდა მწვრთნელებს,რომლებსაც ახალი იდეების რეალიზება შეუძლიათ

23:17 | 15.08.2018
mjgiri (3973)

უკვე დავწერე,რომ ბარსელონა რეალი და ატლეტიკო,იღებენ უფრო მეტ ფულს ტელეტრანსლაციებიდან,ვიდრე დანარჩენი 17 გუნდი.ამის გარდა,ბარსა-რეალი-ატლეტიკოს,მარტივად შეუძლიათ ნებისმიერი მეტ-ნაკლებად ძლიერი ფეხბურთელის წაყვანა სეგუნდას გუნდებიდან.ამ მხრივ მსგავსი სიტუაციაა გერმანიაში და იტალიაში.მაგრამ ეს კლავს პატარა კლუბების პერსპექტივებს და კლავს ინტრიგას.10-15 წლის წინ თუ იყო რაღაც ბრძოლა ესპანეთში,დღეს კლუბები დეპორტივო,ვალენსია..იმსხვერპლეს ბარსელონა-რეალის ფინანსურმა მოთხოვნება.დეპორტივოც და ვალენსიაც გაკოტრდნენ მაგალითად

23:20 | 15.08.2018
alcantara___ (13317)

გაანაწილეს ტრანსლიაცები ესპანეთში და ყველა კარგად ღებულობს უბრალოდ ინვესტორებისთვის ინგლისი ბევრად საინტერესო ქვეყანაა ვიდრე ესპანეთი ამიტომ არ ყავს კარგი მფლობელები სხვა გუნდებს

23:21 | 15.08.2018
mjgiri (3973)

როგორ ღებულობს ყველა კარგად,თუ სამმა გუნდმა უფრო მეტი ფული მიიღო,ვიდრე დანაეჩენმა 17-მა?

23:06 | 15.08.2018
mjgiri (3973)

კაი ბაზარი არაა ესპანეთი ჯობია,მაგრამ უმეტესობა მაინც ინგლისს ვუყურებდეთ იქნება მუდამ
ან იტალიას და გერმანის,ოღონდ არა ესპანეთს,იქ სულ ორი კლუბია.
ჩვენ უბრალოდ არ გვესმის ფეხბურთი

23:11 | 15.08.2018
კორბენ ცრუმართალა (13790)

არა, მეც უფრო ინგლისს ვუყურებ ხოლმე სიმართლე გითხრა
მაგრამ ესპანელები რო ევროპაში შედეგს დებენ, მაგას ვამტკიცებთ აქ. ან რატომაა ეგ დასამტკიცებელი ?

23:12 | 15.08.2018
mjgiri (3973)

ეგ ახსნადია

23:10 | 15.08.2018
alcantara___ (13317)

არ გესმისო არავის უკადრებია.
მე ბოლო 2 სეზონია ინგლისს აღარ ვუყურებ. იმიტომ არა რო მეზიზღება უბრალოდ ფუჭი მოლოდინები მქონდა როგორც მერე აღმოჩნდა. საუკეთესო ტრენერები მანდ არიან საუკეთესო შეფუთვა მაგათ აქვთ ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ და მაინც საშინელი სანახავია თამაშები.
თუ გგონია რო ბუნდესლიგა ლალიგას ჯობს სანახაობრივად ეგ შენი პირადი საქმეა მაგრამ ზოგჯერ რო უყურო ესპანეთს მიხვდები რამხელა დონეს დებენ შედარებით სუსტი გუნდები.ეგ იგივეა რაღაც არ გქონდეს გასინჯული და იძახდე ცუდია მაგას რა მაჭმევსო

23:12 | 15.08.2018
mjgiri (3973)

არაა ინტრიგა.მე ვიცი ვინ იქნება პირველი სამი გუნდი,არა ოთხი

23:19 | 15.08.2018
alcantara___ (13317)

ინგლისის 3 გუნდი არ იცი ? გინდაც 4.გეტყვი ეხლა და ჩაინიშნე ინგლისის ოთხეული წლის ბოლოს.
სიტი ლივერპული ჩელსი მანჩესტერი. დასქრინე და წლის ბოლოს შეხედე

23:04 | 15.08.2018
კორბენ ცრუმართალა (13790)

ბაზარი არაა, ინგლისის პრემიერლიგას აქვს თავისი პლიუსები. მენეჯმენტი, უმაღლესი კლასის "შეფუთვა" ტელეტრანსლაციების, დაძაბულობაც მეტია, მოულოდნელობის ფაქტორიც (ლიდსი, ბლექბერნი, ლესტერი იყვნენ ჩემპიონები ბოლო 30 წელიწადში) და მსოფლიოში ყველაზე მეტი მაყურებელიც ჰყავთ.
მაგრამ შედეგებს რა ვუყოთ ? რასაც სევილია, ატლეტიკო, რეალი და ბარსა შვრებიან ევროთასებზე მაგაზე თვალები როგორ დავხუჭოთ ?

23:07 | 15.08.2018
mjgiri (3973)

შეფუთვა რას ნიშნავს? სხვანაირი კამერებით იღებენ? უბრალოდ ფეხბურთია უფრო სანახაობრივი
უყურეთ ბატონო კორბენ ესპანეთს,არავინაა წინააღმდეგი

23:00 | 15.08.2018
alcantara___ (13317)

წყლის ნაყვა იქნება საუბრის გაგრძელება ამიტომ დავწერ და გავალ.
1. ინგლისის პრემიერ ლიგა ბოლო 2 წელია ლივერპულის და სიტის გარდა დანარჩენი გუნდების თამაშებით გახდა საზიზღრობა. ჩართეთ იუნაიტედის ყველა თამაში გინდა გრანდებთან გინდა სუსტებთან. ჩელსის თამაში ნებისმიერთან,არსენალის თამაშები,ევერტონებზე საუბარიც არაა.
2. ლალიგას არ უყურებს ხალხი და სტერეოტიპულად ერთი და იგივეს ამტკიცებენ
3. ლალიგის გუნდები ყოველ წელს ამტკიცებენ თავის დონეს ინგლისმა რამდენიც გინდა გაყიდოს
4. ინგლისელებს ევროპა ლიგის მოგება არ უნდათ კი არა ვერ იგებენ. ამაზე მეტყველებს იუნაიტედის და ჩელსის ტიტულები. როცა არ აინტერესებთ არც თამაშობენ იმ ქვეყნის გუნდები და რატომღაც იუნაიტედს და ჩელსის ევერტონზე მეტად უნდოდათ ამ ტურნირის მოგება? ევერტონი ასეა განებივრებული ტიტულებით? თან ევროპა ლიგის გამარჯვებული ეგრევე რო ლიგაზე გადოს მაგაზე მეტი მოტივაცია რა გინდა მარა გამოდის ეს ევერტონი და 3-0 აგებს ატალანტასთან პირწმინდად.
5. ლალიგის ხანა დგას ძალიან მარტივია დანახვა ყველაფერი ფურცელზეა

23:00 | 15.08.2018
mjgiri (3973)

ამის შემდეგ სეზონიდან ისევ ინგლისური გუნდების დრო მოვა.შემდეგ ალბათ იტალიის

22:50 | 15.08.2018
კორბენ ცრუმართალა (13790)

მჯგირი, "მარველის" კინოპროდუქციას ყველაზე მეტი მაყურებელი ჰყავს კინოთეატრებში წლებია უკვე. გადაღებაშიც ბევრს ხარჯავენ და მოგებითაც რეკორდებზე გადიან.
მაგრამ იმას ხომ ვერავინ იტყვის, რომ კინოს ისტორიაში საუკეთესო ფილმებს იღებენ ?

22:52 | 15.08.2018
mjgiri (3973)

არა,მაგრამ მარველი საერთო ჯამში უფრო მეტ კარგ ფილმს უშვებს,ვიდრე სხვა კინოსტუდიები.მე ხარისხზე მაქვს საუბარი.

22:53 | 15.08.2018
mjgiri (3973)

ცოტა უცნაურია ისე შედარება მარველის ჰოლივუდი მაინც უნდა მოიყვანო

22:53 | 15.08.2018
alcantara___ (13317)

არანაირად. ესპანეთში ბევრად მეტი ხარისხიანი თამაშია ბოლოწლებში განსაკუთრებით.

22:56 | 15.08.2018
mjgiri (3973)

სულ 78 თამაში იყიდება სეზონში ნორმალურად,კაი რა

23:00 | 15.08.2018
alcantara___ (13317)

კაი

22:47 | 15.08.2018
mjgiri (3973)

აი ვინმე ნორმალური ფეხბურთელი იცით ლევანტეში? ან უესკაში? ან ხეტაფეში? ეგ იმიტომ,რომ ამ კლუბებს ფული არააქვთ და ყველას უშვებენ.ხეტაფე ვერსდროს განვითარდება და ამის პრეტენზიაც ვერ ექნება,როგორც კრისტალ პალასს მაგალითად.ესპანურ კლუბებს არ შეუძლიათ სტადიონის აშენებაც კი,თუ წამყვან კლუბზე არაა საუბარი

22:44 | 15.08.2018
mjgiri (3973)

სილვა ვალენსიადან წავიდა და წლებია ინგლისის საუკეთესო გუნდის ლიდერია
ესე რიბერი ბაიერნში მარსელიდან მივიდა და რა? აუცილებელია ფეხბუთელი გრანდისგან იყიდო? შენი ლოგიკა მეც არ მესმის
საქმე იმაშია,რომ ფულემს,რომელიც ინგლისში გადასარჩენად იბრძვის,უფრო მეტი ფული აქვს ვიდრე სევილიას და შეუძლია მისი ფეხბურთელები წაიყვანოს

22:46 | 15.08.2018
alcantara___ (13317)

და რამე იცვლება იმით რო ფულემს უფრო დიდი ფული აქვს?

22:48 | 15.08.2018
mjgiri (3973)

იცვლება ის ,რომ ფულემი-კრისტალ პალასის თამაშიც იყიდება და სწორედ ამიტომ უყურებს ხალხი ინგლისს და არა ესპანეთს

22:52 | 15.08.2018
alcantara___ (13317)

და ჩემი პირველი პოსტი ტრანსლიაციებზე,ბიუჯეტზე, ბუღალტერიასა და ფინანსებზე იყო ? ის რომ ფული-პალასი უფრო ძვირი ღირს ვიდრე ხეტაფე-სელტა საერთოდ არაფერს ნიშნავს. ყოველ წელს მტკიცდება ეგ ევროტურნირებზე.
რაც შეეხება ესპანეთის დაბალი დონის გუნდებს შარშანდელი ბეტისის და ეიბარის თამაშები გენახა და მიხვდებოდი რატოა ესპანური ფეხბურთი უმაღლეს დონეზე წლებია.20 ივე გუნდი ვერ ეყოლება ჩემპიონატს მაღალი დონის.ბარსელონა რეალი ატლეტიკოს გარდა ვალენსია სევილია ყავს ამათ ქვემოთ ვილიარეალი სელტა უფრო ქვემოთ ბეტისი ეიბარი რომელი გუნდის თამაშებიც კარგი საყურებელია ასევე შედეგიანიც

22:57 | 15.08.2018
mjgiri (3973)

შენ გენახა ლივერპული სიტი,ტოტენჰემი ლივერპული,არსენალი ლივერპული და ესე ხვალამდე შემიძლია ვთვალო

22:42 | 15.08.2018
alcantara___ (13317)

ინგლისი რო ყველაზე ყურებადია მაგაზე ვინ დავობს

22:42 | 15.08.2018
alcantara___ (13317)

მიუხედევად იმისა რო ქვემოთ ჩამოთვლილი არგუმენტები არანაირად არ განსაზღვრავს ქვეყნის ჩემპიონატის დონეს ფაქტი სახეზეა. რეალი და ბარსელონა შევსებას იღებენ ინგლისის გრანდებიდან და ინგლისის გრანდები სევილია ვალენსია სელტა ვილიარეალი და ასეთი გუნდებიდან

22:37 | 15.08.2018
mjgiri (3973)

როდესაც გუნდი ვარდება,ფეხბურთელებს უშვებს და ეს შესაძლებლობას იძლევა ბიუჯეტის ახლიდან დაგეგმვის.
რაც შეეხება ინგლისი ჩემპიონატი საუკეთესო არის თუ არა:მსოფლიოს ნებისმიერი სპორტული არხი ამჯობინებს პრემიერლიგის ჩვენების უფლების ყიდვას,მიუხედავად იმისა,რომ უფრო ძვირია. პრემიერლიგას ყველაზე მეტი მაყურებელი ყავს და შესაბამისად ყველაზე მეტი ფულიც მანდ ტრიალებს.
ფეხბურთელებიც ყველაზე მაგარი პრემიერლიგაში თამაშობენ,საშუალო დონით თუ ვიმსჯელებთ.იგივე შურლე-ბორუსიადან,სერხიო რიკო-სევილიადან,ლუსიანო ვიეტო ვალენსიადან დაითრია ფულემმა.კრისტალ პელასმა მაგალითად მაქს მაიერი წაიყვანა შალკედან და კიდევ ბევრი...აი ამაშია ინგლისი გაცილებიტ უფრო ძლიერი,რომ საშუალოზე დაბალ დონის გუნდებში ისეთი ფეხბურთელები თამაშობენ,რომლებიც ესპანეთში 6 ადგილის ქვევით,არც დაესიზმრებათ(ტრანსფერი მაქვს მხედველობაში)

22:40 | 15.08.2018
alcantara___ (13317)

ძალიან არალოგიკურ რაღაცას წერ.
სილვა ვალენსიადან წავიდა და წლებია ინგლისის საუკეთესო გუნდის ლიდერია.კასორლა წლები არსენალის ღირსებას იცავდა და ასე შემდეგ. გადახედე ჩელსის არსენალის მანჩესტერის სიტის ლივერპულის შემადგენლობებს და ვინ რომელი გუნდიდან გადავიდა. შენ თვითონ გასცემ პასუხს შენს არგუმენტს

22:34 | 15.08.2018
alcantara___ (13317)

არქივისთვის თვალის შევლებაც კი საკმარისი იმის დასანახად რომ არცერთ ქვეყანას არ ქონია ასეთი ხანა როგორც სანაკრებო ასევე საკლუბო დონეზე. გამონაკლისი ბრაზილიის ნაკრებია. ერთად ხო საერთოდ სანაკრებო და საკლუბო ერთდროულად ისტორიას არ ახსოვს.
90 იანების იტალია და 2000 იანების ინგლისი არის სტერეოტიპი. ევროთასების გამარჯვებულებს ჩახედეთ და პასუხს მიიღებთ. ვინ რამდენად ყიდის ტრანსლიაციას მაგას საერთოდ არ აქვს გავლენა ფეხბურთის დონეზე.
ინგლისელებს თუ ევროპა ლიგა კიდიათ ჩელსის და მანჩესტერს საერთოდ არ უნდა მოეგოთ ეგ ტურნირი.

22:40 | 15.08.2018
mjgiri (3973)

აზრი არააქვს ამ ლაპარაკს,სანამ პრემიერლიგა ყველაზე ყურებადი ჩემპიონატია

22:32 | 15.08.2018
zviadi-shxefi (3285)

რეალს და ბარსას 1 დოლარად დააფასებენ თუ 10 მილიარდად მანჩესტერისგან განსხვავებით არ გაყიდულან და არც გაიყიდებიან და მანჩესტერი იმის მეოთხედ ფასადაც არ უყიდიათ რა ფასიც დააფასეს ეგრეთწოდებულმა ამ სტატისტიკის ასებმა. მათმა "ბიძაშვილებმა" მახსოვს საქართველოს წინა ოლიმპიადაზე 2 ბრინჯაოთი დაკმაყოფილება უწინასწარმეტყველეს.

22:38 | 15.08.2018
mjgiri (3973)

ყველაზე დიდი შემოსავალი მანჩესტერს აქვს და შენ რამდენიც გინდა ილაპარაკე ბარსელონა-რეალის ძვირადღირებულობაზე.მანჩესტერი მერე როდის გაიყიდა თუ გახსოვს?

21:23 | 15.08.2018
mjgiri (3973)

aulol besoi
ეხა აგიხსნი.ევერტონის მიზანია გუნდის შენება,ეს გათვლაა ორ-სამ სეზონზე.წინა სეზონში აპირებდნენ დაწყებას გუნდის შენების,მაგრამ აერიათ.ლუკაკუ გაუშვეს და ვერ გადაეწყო კუმანი.იტოგში კუმანი გაუშვეს,სილვას მოყვანა უნდოდათ(ვინც ეხა დანიშნეს)მაგრამ იმ მომენტში ვერ მოხერხდა.დანიშნეს ელერდაისი სეზონის ბოლომდე,იმან შედეგი ცოტა გააუმჯობესა,მაგრამ თამაშის სტილი იყო ცუდი და გაუშვეს.
ეხა იწყება ყველაფერი თავიდან.ევროპის ლიგაზე უარს ვერ იტყვის ევერტონი,იქ ნებისმიერ შემთხვევაში მოუწევს თამაში. მაგრამ შემადგენლობის შერჩევა ცოტა სხვანაირი პრინციპით ხდება:აი ევროპა ლიგა თამაშობს ხუთშაბათს და შაბათს უკვე პრემიერლიგის თამაშია,ამ შემთხვევაში გასაგებია,რომ ევერტონი აქცენტს პრემიერლიგაზე გააკეთებს.დაჟე ძირითადიც რომ გაიტვანოს ევროპა ლიგაზე,ეს იმას არ ნიშნავს,რომ დიდად შეაკლავენ თავს.თან ის მომენტიცაა,რომ ინგლისში ვერ გადაწევ თამაშს,რადგან ტელევიზიები არ მოგცემენ უფლებას,ეს ფინანსურ წაგებასთანაა დაკავშირებული.ამიტომ თუ ევროპა ლიგაა ხუთშაბათს და პრემიერლიგა შაბათ-კვირას(აქ გააჩნია რაოდენ რთული თამაშია)მაშინ თავისუფლად დაიკიდებენ ევროტურნირს

22:23 | 15.08.2018
ბნელი ღრუზინი - დაწექით პუტანკებო, მეც მიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი მგონი (917)

გასაგებია, მერე ასეა ყველა, აბა სტაგნაცია არავის მიზანი არ შეიძლება იყოს ზოგადად არაფერში, არის გრძელვადიანი პროექტი, რომელიც მოიცავს მიმდინარე ლოკალურ მიზნებსაც და ამ მიზნების შესრულებით არის გათვლილი გრძელვადიანი პროექტი და ასეა ყველა და ყველაფერი, უბრალოდ ყველა ამას მეტ-ნაკლები წარმატებით ახერხებს რაც განაპირობებს შემდეგ მათ უარყოფით ან დადებით შედეგებს... ხოდა ეს ყველაფერი, რო შევაჯამოთ და გავაერთიანოთ ეს ყველა მიზეზი, გამოდის ერთი გარდაუვალი ფაქტი დღეის მდგომარეობით - სუფთა საფეხბურთიო თვალსაზრისით ესპანეთი აღემატება ბოლო წლებში ინგლისს ყველა ეშელონის ჰგუნდებში და ამ ფაქტის საპირისპიროს მტკიცების მცდელობა იგივე იქნება, ახლა ვინმემ რო დაიწყოს ესპანეთში და იტალიაში ტრიბუნები რო ხუთ კილომეტრში და კამერები ათ კილომეტრში ეს უკეთესიაო და ესპანეთი ჯობია ინგლისს ტურნირის ორგანიზებაშიო...დდდ
ვიღაცას შეიძლება მოწონს ცხენბურთის სწრაფი ტემპი, მაგრამ დგას ფაქტი, ამ ცხენბურთს უგებს სხვა ქვეყნის გუნდები სისტემატურად ყველა დონის საერთაშორისო ტურნირზე და მეტი აბა რითი გავზომოთ ფეხბურთის დონე, რადგან ხეტაფე და ხიხონი ქვია, მერე რა რო შეთხრის ევერტონს, მაინც ხიხონია სასაცილო? იმიტომ რომ ევერტონი რაღაცა სხვა პონტში უბერავს, ყველა უბერავს მასე თავის პონტში და ყველას გამოუყვანია მეორე სასტავი კონკრეტული სიყტუაციიდან გამომფდინარე და ყველას გაუტარებია ალბათ თამაში პირველი სასტავითაც...
და კიდე იმის მტკიცება, რომ ინგლისში უეფას ზონა არაა პრესტიჟული, აქედან ასეთ დასკვნას გავაკეთება მაშინ და ასე დავალაგებ საბოლოოდ ინგლისის გუნდების პრიორიტეტებს - პირველი - ჩემპიონობა
მეორე - 2-4 ადგილი
მესამე 8-17 ადგილი
მეოთხე - 5-7 ადგილი
მეხუთე - გავარდნა
თუმცა შეიძლება ისეც მოხდეს, როგორც მაგალითად ფულემის შემთხვევა ახსენე შენ, რომ გავარდნა ჯობდეს სიტყვაზე 5-7 ადგილებს.... მეთანხმები ასეთ ფორმულირებაში?
ანდა რას ნიშნავს ფულემს აწყობდა გავარდნა, პარაშუტის გამო და რა მიიღო საბოლოოდ მაგ პარაშუტით, რო არ გავარდნილიყო იმაზე უკეთესი შეგიძლია მითხრა? რა სიტყვაზე წელს უფრო მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს ფულემი, ვიდრე რო არ გავარდნილიყო იმ შემთხვევაში იბრძოლებდა ამავე წელს? ჩემი აზრით რაღაცეები მაინც არ იქნება მთლად ისე როგორც შენ აღიქვამ ... როგორც ბალშოი კუშში ერთი დიალოგი - სურათის ნაწილებს კი ხედავო, მაგრამ ა ვოტ ვ ცელამ კარტინკუ ტი ნე ულავლივაეშ - რაღაცა ამდაგვარ პონტში ხარ მგონი, ან მე ვერ ვწვდები ამ დინეზე ამ ყველაფერს და მისი დედაც კიდე ერთი...

20:54 | 15.08.2018
mjgiri (3973)

aulol besoi
ევროპა ლიგის ზონა დიდი პრესტიჟით არ სარგებლობს,თუ არ ხარ რომელიმე უოტფორდი ან კრისტალ პელასი.იგივე ევერტონისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს ევროპა ლიგა.აი ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა კი პრესტიჟია და დამატებით ფეხბურთელების მოყვანის საშუალება.
გავარდნაც არაა ინგლისში ცუდი საშუალება,როდესაც გადატვირთული გაქვს ბიუჯეტი და ძვირადღირებული ფეხბურთელები გიზის მაღალანაზღაურებად კონტრაქტებზე.ინგლისში გუნდი რომ ვარდება,იმას საპარაშუტო 50 მილიონ ფუნტს უხდიან.ესეთი სქემა გააჩალიჩა ფულემმა მაგალითად და ეხა დაბრუნდა

21:01 | 15.08.2018
ბნელი ღრუზინი - დაწექით პუტანკებო, მეც მიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი მგონი (917)

კაი აბა შენ ისიც გეცოდინება ალბათ, მაგალითად წელს, ან თუ გინდა შარშან ან იმის წინ ევერტონის კიზანი რა იყო ჩემპიონატში? ევროპა ლიგა არაა პრესტიჟული , აბა ლიგაზე მოხვედრი პრეტენზია აქ სერიოზულად, ეს მიზანი აქვს გამოცხადებული? ან წინა წლებში ქონდა?
და კიდვ მეორე სასტავებზე - გააჩნია ტურნირის ეტაპს, მაგალითად ლიგაზეც გამოდიან მეორე სასტავით ის გუნდები, რომლებიც ჯგუფიდან გასვლის ამოცანას გადაჭრიან, ანუ ვის რა სიტუაციაში გამოყავს მეორე სასტავი, მარტო იმაზეც არ იქნება, რომ ზოგადა ესა თუ ის ტურნირი უმნიშვნელოა, კონკრეტული მოცემული მომენტის მდგომარეობაზეც იქნება დამოკიდებული და ბევრნაირი შეიძლება იყოს ეს კონკრეტული მონაკვეთი, ჩემპიონატის გასავარდნი ზონიდან დაწყებული და კონკრეტულ თამაშში მიზნის არ არსებობით დამთავრებული...

21:10 | 15.08.2018
mjgiri (3973)

ევერტონში წინა წელს დიდი ფულის ჩადება დაიწყო და პროექტი აქვთ.იქ მილიარდელი მივიდა,ალბათ უსმანოვიც მივა(არსენალიდან ვინც წავიდა),უნდათ გააკეთონ გუნდი,რომელიც ტოპ-6 გუნდებთან იბრძოლებს.
წინა სეზონში არასწორი მენეჯმენტი იყო და ბევრი რამ აერიათ,მაგრამ წელს,მგონი გამოასწორეს და უკეთესი რეზულტატები უნდა ექნეთ.
აი ევერტონი მეორე შემადგენლობით თუ მიაღწევს მეოდხედფინალს შემდეგ ალბათ ექნება პრეტენზიები ამ ტურნირზე,მაგრამ ამის გარეშე არა.
ისეთ კითხვებს მისვამ,თითქოს ჩემი მოფიქრებული იყოს.წაიკითხე თუ ჩემი არ გჯერა ბრიტანყლი პრესა,ან ევერტონის საიტზე შედი,ან მათ გულშემატკივარს კითხე

21:14 | 15.08.2018
ბნელი ღრუზინი - დაწექით პუტანკებო, მეც მიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი მგონი (917)

შენ იმიტომ გეკითხები, რომ მგონია გეცოდინება ისე ხარ გარკვეული... ანუ მაინც ვერ გავიგე - რა არის ევერტონის მიზანი წელს, ან რა იყო შარშან, ან იმის წინ? და ატალანტამ რო ამოავსო იყო თუ არა მეორე სასტავით, მისთვის ამ უმნიშვნელო ტურნირზე?

21:04 | 15.08.2018
ბნელი ღრუზინი - დაწექით პუტანკებო, მეც მიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი მგონი (917)

შარშან რომ ატალანტამ ამოავსო ევერტონი, მეორე სასტავით იყო ევერტონი? მე მგონი არა...

20:22 | 15.08.2018
ბნელი ღრუზინი - დაწექით პუტანკებო, მეც მიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი მგონი (917)

ერთი შეხედვით თითქოს ჩანს, რომ ინგლისური საშუალო დონე უფრო მაღალი ვიდრე იგივე ესპანეთის, ან იტალიის, ან გერმანიის, მაგრამ ურთიერთშეხვედრბში ხშირად მტკიცდება, რომ ეს უბრალოდ "ოპტიკური აბმანია", ანუ ეს ინგლისური საშუალო დონოს ცხენბურთი , საყურებლად მაღალ ტემპს ჩითავს და თვალს ატყუებს , მაგრამ ინგლისის იქით არ მუშაობს... ახლა რაც გამახსენდა უცებ , შარშან მაგალითად ატალანტამ ევერტონი ამოავსო და ასეთები ბევრია , ესპანური და იტალიური სასარგებლოდ და რაში გამოიხატება სინგლისური მაღალი საშუალო დონე, უბრალოდ თვალს ბევრის ატყუებს და ესეც დაჟე გემოვნების ამბავია, ბევრს არც ევასება ეს ცხენბურთი და პა სასტავუც არც ისე დიდად აღემატებიან ინგლისური საშუალოები, როგორც ხშერ შემთხვევაში ხდება ამის წარმოჩენა და ბოლოს ისეც კი გამოდის ხშირად, რომ რადგანაც ესპანური გუნდების სახელებია რაღაცა ბანძი ჟღერადობის, ამის გამო ხშირად ხდებიან აგდების ადრესატები თითქოს - ხეტაფეები დახიხონები უფრო სასაცილოდ და დამამცირებლად ჟღერს ქართული ყურისთვის, ვიდრე ევერტონი და ვესტ ჰემი...
ნახეთ აბა, შეიძლება ამ მიდგომაშიც იყოს რამე "ისეთი"...

20:35 | 15.08.2018
ბნელი ღრუზინი - დაწექით პუტანკებო, მეც მიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი მგონი (917)

რო შევამოკლო - ორგანიზების მხრივ ბეზბაზარა ინგლის დგას ყველაზე მაღლა, მაგრამ სუფთა საფეხბურთო პონტში ჩემთვის ესპანეთი უფრო წინაა გუნდების ყველა ეშელონებში...

20:33 | 15.08.2018
mjgiri (3973)

იმ ევრტონისთვის წამგებიანია ევროპალიგაზე თამაში,ინგლისის პრემიერლიგის ერთ საშინაო მატჩს მოაქვს ევრტონისთვის უფრო მეტი ფული,ვიდრე მთელმა ევროპა ლიგამ შეიძლება მოუტანოს.ფინანსური მხრივ,ჩემპიონთა ლიგაც კი ჩამორჩება ინგლისის ჩემპიონატს,თუ ჩემი არ გჯერა შეხედე ციფრებ.
და ინგლისური გუნდების თამაშს რაც შეეხება,აი იყო ლესტერი გასული ლიგაზე ,იცოდნენ მეტი ვერ მოხვდებოდნენ და მეოდხედფინალში გააღწიეს.იქაც იბრძოლეს ატლეტიკოსთან.
ან ჩელსიმ როდესაც ლიგა მოიგო,ჩემპიონატში მეექვსეზე გავიდა.ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს

20:43 | 15.08.2018
ბნელი ღრუზინი - დაწექით პუტანკებო, მეც მიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი მგონი (917)

ანდა რა გამოდის, ინგლისური კლუბებისთვის ორი ამოცანაა მარტო - პირველი ადგილი და არ გავარდნა და ვსიო? ლიგის ზონა და უეფას ზონა ინგლისში არ ისახება ამოცანებად?

20:45 | 15.08.2018
ბნელი ღრუზინი - დაწექით პუტანკებო, მეც მიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი მგონი (917)

ან თუ ისახება, მაშინ ასეთი ფორმით იქნება ალბა - არ მოვხვდეთ ლიგის , ან უეფას ზონაში, ანუ ჩემპიონობის მერე ინგლისური გუნდებისთვის საუკეთესო შედეგი 8-17 ადგილებზე გასვლაა და გავარდნის მერე ყველაზე უარესი შედეგი 2.7 ადგილებზე გასვლა ალბათ...დდდდდდ

20:39 | 15.08.2018
ბნელი ღრუზინი - დაწექით პუტანკებო, მეც მიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი მგონი (917)

არა ნაღდად არ ვაპირებ მაგ დონეზე ჩაღრმავებას. ზემოთ დავწერე როგორც ვფიქრობ რასაც ვხედავ იქიდან გამომდინარე და მაგის იქით ჩაღრმავება არ მიღირს იმად , რომ აქ მერე რაღაცეები უფრო არგუმენტირებულად ვამტკიცო , ან პირიქით... თუ არ ჭირდებათ საერთაშორისო ასპარეზი გაეთიშონ მერე, პად კალაშნიკოვამ თამაშობენ, თუ რა პონტია?!დდდ

20:40 | 15.08.2018
mjgiri (3973)

თამაშობენ მეორე სასტავის ფეხბურთელებსაც უშვებენ ისე,ჰარი კეინი მაგალითად თავიდან მარტო ევროპა ლიგაზე თამაშობდა ტოტენჰემის სასტავში.

20:49 | 15.08.2018
ბნელი ღრუზინი - დაწექით პუტანკებო, მეც მიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი მგონი (917)

მე არ მახსოვს, მაგრამ ტოტენჰემს შეიძლება, იმიტომ რომ შიდაში ლიგის საგზური, ან ჩემპიონობა ექნებოდა მიზნად, მაგრამ ევერტონები და ვესტ ჰემები არამგონია მეორე სასტავ ჩითავდნენ იქ... მაგალითად მანჩესტერმა და ჩელსიმ რო მოიგეს მეორე სასტავებით მოიგეს?

19:54 | 15.08.2018
mjgiri (3973)

O. Mertskhali
როგორ მეუბნები ფულის გადანაწილება არაფერ შიუში არ არისო,როდესაც სატელევიზიო უფლებების გაყიდვით ლა ლიგაში შესული ფულის უმეტესეი ნაწილი გაიყვეს რეალმა,ბარსელონამ და ატლეტიკომ.ატლეტიკოს უფრო ცოტა შეხვდა ვიდრე რეალს და ბარსელონას,მაგრამ მაინც.დანარჩენმა 17 გუნდმა მიიღეს უფრო ნაკლები,ვიდრე ამ სამმა.
ხოდა რო იცოდე,რეალმაც და ბარსელონამაც აიღეს უფრო მეტი,ვიდრე ინგლისურმა კლუბებმა სატელევიზიო უფლებების გაყიდვით(არსენალი,ლივერპული და ეგეთი კლუბები მყავს მხედველობაში)

00:43 | 16.08.2018
O. Mertskhali (3331)

შუაში როგორ არ არი, უბრალოდ სხვანაირად არ გამოდის მეთქი... ინგლისს ტრანსლიაციებიდან 3-ჯერ მეტი ფული შემოსდის (და ეს, რა თქმა უნდა, იმიტომ არა, რომ გუნდები ჰყავს უფრო ძლიერი) და ესპანეთმაც რომ ინგლისივით თანაბრად გაანაწილოს ფული, ინგლისურ გრანდებს კონკურენციას ვერ გაუწევს ესპანური გრანდები

18:13 | 15.08.2018
zviadi-shxefi (3285)

რეალს და ბარსას ცალ-ცალკე აღებულს უფრო მეტი მაყურებელი ყავს ვიდრე ნებისმიერ ჩემპიონატს. ესპანეთის 8 გუნდს ქვემოთ მყოფ გუნდებს არაფრით აღემატებიან ინგლისში ექვსეულს ქვემოთ მყოფები. რა ჩემპიონატი ქონდა ინგლისს 2000-იან წლებში? რამდენი ევროთასი მოიგეს? აი ოთხმოციანი წლების ბოლო და ოთხმოცდაათიანი წლების იტალიაზე კი შეიძლება კამათი,სასწაული ჩემპიონატი ქონდათ და მოხვეტეს მაშინ ევროთასები მაგრამ, ნაკრებმა ვერაფერს მიაღწია, ესპანეთმა კი როგორც საკლუბო ისე სანაკრებო დონეზე არნახული შედეგები დადო. დღეს თუ რეალმა წააგო სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 200 მილიონიან ტრანსფერს ველი ალბიონიდან.

18:21 | 15.08.2018
mjgiri (3973)

სამოცდაათინებოს ბოლოს და ოთხმოციანების პირველი ნახევარი ინგლისია მაშინ ყველა დროის საუკეთესო.
ბარსელონას და რეალს უფრო მეტი მაყურებელი ყავს? მანჩესტერი ყველაზე პოპულარული კლუბია მსოფლიოში და ყველაზე ძვირადღირებული,ყველაზე დიდი შემოსავლით.მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარ კლუბში, 6 ინგლისურია.

18:20 | 15.08.2018
კორბენ ცრუმართალა (13790)

კი, 2006 წლიდან მოყოლებული ესპანური საკლუბო ფეხბურთი წარმოუდგენელ სიმაღლეზეა.
შედეგი ბევრ რამეს განსაზღვრავს და რასაც ეგენი ევროთასებზე აკეთებენ, ფანტასტიკაა.
ნაკრების წარმატებაც და ზედიზედ სამი დიდი ტურნირის მოგებაც ამის გამოძახილი იყო. უფრო კი ბარსას სტილის დანერგვის, სანამ აუღეს ალღო სხვებმა, კი იგრიმიტეს

16:54 | 15.08.2018
ეშლი იანგი (6445)

ღირს ატლეს მოგებაზე დადება? რავი რონი არ ყავს რეალს და სეზონის დასაწყისია ფორმაში არ აპირებენ ბოლომდე

16:55 | 15.08.2018
ეშლი იანგი (6445)

იქნებიან

16:51 | 15.08.2018
alcantara___ (13317)

ესპანელების ისტორიული დომინაცია.
ამხელა დონეზე არცერთ ქვეყანაში არ ყოფილა და ალბათ არც იქნება არასდროს საკლუბო ფეხბურთი არც სანაკრებო თუ არ ჩავთვლით ბრაზილიას 60 იანებში.

17:17 | 15.08.2018
mjgiri (3973)

კაი ეხა სად ეს ესპანეთის ჩემპიონატი და სად ინგლისის,ან იტალიის 90-იანების და 2000-იანების დასაწყისში. სულ 3-4 გუნდია ესპანეთში.მერევე ადგილს ქვემოთ რაღაც უფსკრულია.საუკეთესო ჩეპიონატი რომ ქონდეთ, ყველა მაგათ უყურებდა

18:06 | 15.08.2018
centurioni (375)

40 გუნდი რომ იყოს 22-ის ქვემოთ საერდოდ უფსკრული იქნებოდა ეგ რა ლოგიკაა ესპანეთის ჩჰემიონათსი გამოდიან 4 უზლიერესი გუნდი რეალი ბარსა ატლე სევილია და მტკიცდება 21-ე საუკუნის პირველ 20 წელიწადში ყველატუნირს ესპანელები ეუფლებიან ხოლო 5-ე დან 14პოზიციამდე გუნდები ზლიერები არიან მაგრამ ამ გუნდებს ვერ უწევენ კონკურენციას , აბა ინგლისი დდ მანჩესტერი რაა არის ან ჩელსი არსენალი ხო საერთოდ, გერმანია ხო არ ითქმის არც იტალია აა რუსეთიღა დარჩა არ გამახსენდა დდ ბევრი მაგათ უყურებს

18:16 | 15.08.2018
mjgiri (3973)

სევილია სადაა უძლიერესი?ინგლისში სეზონია ინტენსიური,კლუბებს შორის უზარმაზარი კონკურენციის გამო.აი ესპანეთში კი,ბარსა და რეალი კლავენ ახვა გუნდებს,როდესაც ერთმამეთს შორის ინაწილებენ ტელევიზიიდან შემოსულ ფულს,რომელიც ინგლისში თანაბრად ნაწილდება. ამიტომაცაა ესპანეთში ამდენი მეორეხარისხოვანი კლუბი როა და ესეთი კოლოსალური სხვაობა.
ინგლისში ფულემს შეუძლია ტრანსფერებშო 100 მილიონზე მეტი დახარჯოს,ესპანეთში იგივეს ატლეტიკოს ქვევით ვერავინ გაიმეორებს.ამიტომაა ინგლისის თამაშები რომ იყიდება კარგად,იქ ფულემი ევერტონის დაპირისპირებაც საინტერესოა.იქაც თამაშობენ ძლიერი ფეხბურთელები,განსხვავებით ხიხონები და ხეტაფეებისგან

20:52 | 15.08.2018
centurioni (375)

სევილია ძლიერია ამ ბოლო 15 წელში რამდენი ევროპა ლიგა მოიგო ვინ ფულემი რა ბარნლი 6 გა ვიდა და ბაქშაშექირს ვერ უგებს Dა აბერდინს ზლივს გაცდა ტრანლიაციებით კი რეალი პირველია მსოფლიოში მერორე ბარსა და რა გასაკვირია რო მეტს იღებენ ლალიგაში

19:38 | 15.08.2018
O. Mertskhali (3331)

ფულემი და ვულვზი რომ ამდენს ხარჯავს, ეს იმიტომ, რომ ინგლისური ფეხბურთი უფრო ძვირად იყიდება და ამას სხვა მიზეზი აქვს - ბარსელონა და რეალი არ არიან ამაში დამნაშავეები.. ტრანსლიაციების, ინგლისთან შედარებით ცოტა ფულიდან, ბარსას და რეალს შედარებით მეტი წილები მიაქვთ, უბრალოდ - ასე რომ არ ქნან, ბობოლებს კონკურენციას ვერ გაუწევენ

15:51 | 15.08.2018
კორბენ ცრუმართალა (13790)

რეალისთვის ახალი ხანა იწყება. ახალი მწვრთნელით და იმ ფეხბურთელის გარეშე, ვინც ნაციონალების არ იყოს, 9 წლიანი ეპოქა შექმნა
ვფიქრობ, განსაკუთრებული მოტივაცია აქვთ ისკოს, ასენსიოს, ბეილს (რომელზეც ამიერიდან ბევრად მეტი იქნება დამოკიდებული).
ატლეტიკო კი იგივე იქნება "მარად და მარად" მაგ ძაღლური ფეხბურთით მიაღწია ჩოლომ ყველაფერს და რას შეცვლის ? თუმცა უდაოდ ძლიერი გუნდია...

15:57 | 15.08.2018
mjgiri (3973)

ატლეტიკო ძალიან შეიცვალა და სტილისტური ცვლილებებიც იქნება ამ სეზონში

16:03 | 15.08.2018
mjgiri (3973)

მეკარე,დაცვის ცენტრი ძალიან საიმედოა.
განაპირა მცველები ყავთ უფრო შემტევი(ერნანესი და არიასი)
საყრდენ ზონაში მოიყვანეს როდრი,რომელიც ძალიან კარგად მოქმედებს,დაცვისა და ნახევარდაცვის შეერთებაში.ძალიან კარგი პასი აქვს,რაც ბურთის კონტროლში დაეხმარებათ.
მოედნის ცენტრში ყავთ კოკე და საული.ერთადერთი პრობლემა ისაა,რომ ცენტრში შემადგენლობის სიღრმე აკლიათ.
ხოლო შეტევაში ძალიან დიდი არჩევანი აქვთ,აქ გრიზმანიცაა,კოსტა,აზლად მოყვანილი ლემარი და მარტინში+ვიტოლო,კორეა,კალინიჩი.ეს ყველაფერი,საშუალებას მისცემს სიმეონეს ,ტაქტიკურად ცვალებადი იყოს

16:07 | 15.08.2018
კორბენ ცრუმართალა (13790)

არა მგონია დიდი სხვაობა იყოს წლევანდელსა და ადრინდელ ატლეტიკოს შორის. ტაქტიკა ერთია და სტილი მეორე.

16:12 | 15.08.2018
mjgiri (3973)

კი მაგრამ,სტილს ფეხბურთელები განაპირობებენ

16:15 | 15.08.2018
კორბენ ცრუმართალა (13790)

არა, ამ შემთხვევაში ყველაფერს ჩოლო განპირობებს ჩემი აზრით. ძალიან დიდი გავლენა აქვს კლუბში, იმიტომ რომ რასაც მიაღწია ატლემ ბოლო წლებში, ეს სიმეონეს დამსახურებაა.
იგივეს ვიტყოდი მოურინიოზეც. სტილს მისი გავლენა განსაზღვრავს და მას ზალიან უყვარს, როცა ყველაფერს განაგებს.

16:20 | 15.08.2018
mjgiri (3973)

მოურინიოზე ვიტყოდი,რომ დაცვის ცენტრის სისუსტიდან გამომდინარე თამაშობს პორტუგალიელი ეგეთ ფეხბურთს.ამას დამატებული ალექსის სანჩესი და პოგბა,რომლებიც აქტიურად არ ეხმარებიან მცველებს.
ამ მხრივ,ატლეტიკო უფრო მომზადებული ფეხბურთელებისგან შედგება

15:48 | 15.08.2018
mjgiri (3973)

2.11 აქვს ატლეს მოგებას

15:56 | 15.08.2018
barcelona1991 (3440)

ცსკ-არსენალი ტულა.ამაზე რას იტყვი?ცსკას მოგების დაწერა მინდა ბილეთში რას მირჩევდი და მონაკო-ლილის კი ამაზეც მიტხარი აბა მოსაზრება.

15:20 | 15.08.2018
barcelona1991 (3440)

სერიოზული გამოცდა ელის ლოპოტეგს.მე მგონია რომ ატლე აწევს თასს.

15:19 | 15.08.2018
კორბენ ცრუმართალა (13790)

რეალი მოიგებს სოლიდური სხვაობით, მინიმუმ ორბურთიანით...

15:25 | 15.08.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

კიდე წააგებს სიმეონე ფინალს რეალთან?დდდდ

15:31 | 15.08.2018
barcelona1991 (3440)

მე არმგონია კიდევ წააგოს.იმსახურებს ეგ კაცი უკვე რომ მოიგონ ეს ტიტულიც და რეალთან თან.

15:25 | 15.08.2018
ani-federer 20 (5973)

დაწერეთ ხალხო ატლეტიკოს 2ანი

15:20 | 15.08.2018
barcelona1991 (3440)

ოხ ოხ კორბენ კაცმა რომ გკითხოს არ ხარ რეალის ფანი არადა.დდდდდ

15:11 | 15.08.2018
federerjamesliverpooldelpotro (10604)

მეც ატლეტიკოსკენ ვიხრები მოიგებს სიმეონეს გუნდი ამ თასს და ზოგადად ძალიან ძლიერი იქნება ჩემპიონთა ლიგაზეც ფინალი ხო მადრიდშია.შემადგენლობა ძლიერი მწვრთნელი ძლიერი

15:07 | 15.08.2018
mjgiri (3973)

ატლეტიკო მოიგებს

14:32 | 15.08.2018
despe (3467)

რომელიმე არხზე იქნება?

15:20 | 15.08.2018
barcelona1991 (3440)

სილქ უნივერსალი აჩვენებს მე როგორც ვიცი

20:00 | 15.08.2018
despe (3467)

მადლობა. : ))

14:30 | 15.08.2018
O. Mertskhali (3331)

მგონია, რომ ობლაკსა და ბენზემას შორის გათამაშდება ეს თასი )

სტატისტიკა
0.491287