ფეხბურთი

12:27 | 15.08.2018 | ნანახია 0 - ჯერ

ივან სავიდი: "ბედნიერი ვარ, რადგან "სპარტაკი" დავამცირეთ!"

სალონიკის პაოკ-მა მოსკოვის “სპარტაკთან” სტუმრად უგოლო ფრე გაახერხა და ორი მატჩის ჯამში მეტოქე 3:2 დაამარცხა. შედეგად, ბერძნული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა.

ნამატჩევს, სალონიკელთა პრეზიდენტმა ივან სავიდიმ (რომელსაც ქართული ფესვები აქვს) განაცხადა, რომ “სახალხო გუნდის” დამაცირება უნდოდა და მიღწეულით ბედნიერია.

“რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ! “სპარტაკის” დამარცხება სავსე სტადიონის წინაშე მინდოდა და ჩვენ ეს მოვახერხეთ. გულშემატკივრებს შეუძლიათ ყველაფერი თქვან, მაგრამ ფაქტია, პაოკ-ი შემდეგ ეტაპზეა და “ბენფიკას” ეთამაშება. მოხარული ვარ, რომ “სპარტაკი” საკუთარ სტადიონზე დავამცირეთ!”, - აღნიშნა სავიდიმ.

პაოკ-ი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ლისაბონის “ბენფიკას” დაუპირისპირდება. მატჩები 21 და 28 აგვისტოს ჩატარდება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:57 | 26.04.2016
BATIGOLI 9. (4375)

სიბერემ იცის,თუ ვეღარ ეწევა ვერავის ვეღარც წააქცევს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.063316
სარეკლამო ადგილი - 99
X x X