ცინცინატის მასტერსის 1/16-ფინალში ჩეხმა პეტრა კვიტოვამ ლეგენდარული სერენა უილიამსი 6:3, 2:6, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა ზუსტად ორ საათს გაგრძელდა VIDEO.
პეტრამ 10 შესაძლებლობიდან 4 ბრეიკი შეასრულა, ხოლო სერენამ 7-დან სამი.
2009 წლის შემდეგ პირველად სერენამ ბოლო ოთხ შეხვედრაში სამი მატჩი წააგო.
ურთიერთშეხვედრებში სერენა კვიტოვას 5:3-ს ამარცხებს.